18:14 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 13:16:04, 1644 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს 21 ივნისს შეხვდება

პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს  ოთხშაბათს 13:00 საათზე შეხვდება, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

„ყოველ შემთხვევაში ასე შევუთანხმდით ოჯახის წევრებს, თუ კიდევ რაიმე მიზეზი არ მოიგონეს და მაშინდელი შემთხვევა არ განმეორდა, როდესაც დაახლოებით ორი კვირის წინ, შეთანხმებული ვიყავით, უწმინდესი მთელი საათის განმავლობაში მათ, თუმცა რაღაც ულტიმატუმების ენით დაიწყეს საუბარი, რომ ადვოკატების  გარეშე არ შეხვდებოდნენ პატრიარქს. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ეს არის დიდი კადნიერება, როდესაც ეკლესიის მეთაურს შეხვედრას უნიშნავ და ულტიმატუმებით ესაუბრები, რომ ამ პირობით შეგხვდები. ახლა თვითონვე აცხადებენ, რომ ოჯახის წევრები შეხვდებიან. ფორმა და მათი სიტყვები აბსოლუტურად შეუსაბამოა რელიგიურ სარწმუნეობრივ ცნობიერებასთან“, - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით.

მათივე ცნობით, მიღებული ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს სწრაფი მოქმედების ძლიერ შხამს - ნატრიუმის ციანიდს, რომლის ოდენობა საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად.

აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც  სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის  236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics