აკა სინჯიკაშვილის ბრალდებას გამოეხმაურა.

 

" />
02:30 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-17 11:01:17, 2568 ნახვა

Lifestyle
„პოსტის არდადების სანაცვლოდ 40 ათას ლარს მთხოვდა“ - თეონა ბაღდავაძე აკა სინჯიკაშვილის ბრალდებას პასუხობს

ცნობილი პიარ-მენეჯერი თეონა ბაღდავაძე სცენარისტ აკა სინჯიკაშვილის ბრალდებას გამოეხმაურა.

როგორც ბაღდავაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, საქველმოქმედო კამპანიის Red Nose Day Georgia ფარგლებში შემოსული თანხიდან, სინჯიკაშვილს შემოწირულობის სახით იმაზე მეტი თანხა გადაეცა, ვიდრე შეთანხმებული იყო.

თეონა ბაღდავაძის თქმით, მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების შემდეგ აპირებს, სასამართლოს მიმართოს. ამასთან, იგი სინჯიკაშვილს კამპანიიდან აღებული 35000 ლარის დაბრუნებას სთხოვს.

„მინდა გამოვეხმაურო აკა სინჯიკაშვილის პოსტს Red Nose Day Georgia-სთან დაკავშირებით. კამპანია არის სრულიად ჩემი ინიციატივა და სათაო ოფისთან ხელშეკრულება მე მაქვს ვინც მიცნობს, იცის რამდენი წელი ვცდილობდი ამ კონტაქტზე გასვლას.

ხაზგასმით ვამბობ, რომ აღნიშნული კამპანიის ჩატარების უფლება მოიპოვა მხოლოდ ჩემმა კომპანიამ.

ვეძებდი კეთილშობილ ბენეფიციარს. წლევანდელი წლისთვის, ჩვენს მიერ კამპანიის ერთ- ერთ და არა ერთადერთ პარტნიორად შერჩეულ იქნა აკა სინჯიკაშვილი.

მოლაპარაკება ასეთი იყო, უნდა გაგვეყო შემოსული თანხა სამ ტოლ ნაწილად. ერთი ნაწილი აკას ინიციატივას, მეორე ნიკუშა დვალაძეს და მესამე სათაო ოფისისთვის. ( მედიაც ამას ადასტურებს ლინკი იხილეთ ქვემოთ), დღეს ამბობს, რომ ეს თანხა სრულად მისთვის უნდა გადაგვეცა.

რეალურად აკას შემოწირულობის სახით გადავეცით ბევრად მეტი, ვიდრე იყო შეთანხმებული. ამასთანავე გვინდა აღვნიშნოთ რომ ყველა ფინანსური ოპერაცია იყო ღია და გახსნილი აკასთვის და შესაბამისად მისთვის თანხის გადაცემის მომენტამდე ცნობილი იყო შემოსული თანხის ოდენობა.

აკამ ეს არ იკმარა და მთხოვდა არარსებული თანხის გადაცემას, ამბობდა, რომ არ აინტერესებს საბუთები და ამ პოსტის არდადების სანაცვლოდ მთხოვდა 40 ათას ლარს.

შევთავაზეთ, რომ აუდიტს გაექარწყლებინა მისი ეჭვები და შემდეგ გაგვესაჯარებინა ეს ფაქტი, რომელიც ორივეს უხერხულ მდგომარეობაში გვაყენებს.

თავს შევიკავებ მეტი დეტალის გახმაურებისგან, ფაქტობრივი მტკიცებულებებით სასამართლოს მივმართავ.

გარდა ამისა, ვთხოვ აკას, რომ დააბრუნოს 35 ათასი ლარი, რომელიც მიიღო ამ კამპანიისგან და ჩვენ ავაშენებთ მის მიერ დაპირებულ თავშესაფარს, არაუგვიანეს 2017 წლის ნოემბრისა.

იურიდიულად და ადამიანურად ამ საქმეს გამართლება არ აქვს, ასე რომ ისარგებლა რა მისი ფბ აუდიტორიით, ასეთი ცილისმწამებლური პოსტი დადო. ვწუხვარ რომ ამ კეთილშობილურ კამპანიას და ჩვენს მიზანს ასეთი ტალახის სროლა მოყვა, თუმცა მივმართეთ საგამოძიებოს სამსახურს დამოუკიდებელ აუდიტს და შედეგებს ძალიან მალე შეგატყობინებთ. ყველაზე მძიმე ამ სიტუაციაში არის იმედგაცრუება , რომელიც აკასგან მივიღეთ, დანარჩენს აუცილებლად მოევლება“, - წერს თეონა ბაღდავაძე.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics