03:46 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 21:47:23, 702 ნახვა

სპეციალური ანონსი
16 ივნისის ანონსი

06:15 საათზე, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის კომიტეტი საქართველოში ვიზიტს დაასრულებს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრება. 

 09:30 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში ევროპის ფონდი ანგარიშის - „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება“ პრეზენტაციას გამართავს. 
საკონტაქტო პირი ლელა ბერძული - 225-39-42-43

10:30 საათზე, ქუთაისში, სასტუმრო Best Western Kutaisi-ის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელობის შეხვედრა საჯარო შესყიდვებით დაინტერესებულ მცირე და საშუალო ბიზნესის, ადგილობრივი შემსყიდველი ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

11:00 საათზე, სასტუმროში ,,ბილტმორი" სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი  სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) დაფინანსებით მიმდინარე  "სოფლის მეურნეობის, მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის (AMMAR)" პროექტის ფარგლებში შემუშავებული ახალი საგრანტო პროგრამის პრეზენტაციას დაესწრება.
საგრანტო პროგრამისთვის, რომლის მიზანი აგრობიზნესთან დაკავშირებულ სამეწარმეო საქმიანობაში სოფლად  ახალგაზრდების  ჩართულობის ხელშეწყობაა,  დანიის სამეფოს მთავრობამ  საქართველოს დამატებით 27 965 000 დანიური კრონა (დაახლოებით 4 100 000 აშშ დოლარი) გამოუყო.
პროგრამის ბენეფიციარები სოფლად მცხოვრები 40 წლამდე ქალები და 35 წლამდე მამაკაცები იქნებიან. 
საკონტაქტო პირი - თაკო გოდერძიშვილი 577080087
ღონისძიება გაიმართება სასტუმროში ,,ბილტმორი", რუსთაველის გამზ.#29

11:00 საათზე, „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ახვლედიანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: მორიგი წერილი ვენეციის კომისიას 15 პოლიტიკური სუბიექტის შემადგენლობით, ულტიმატუმი და გამოსავალი. 
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565 

11:00 საათზე მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ჯილდო-თასი თბილისის იუსტიციის სახლში განთავსდება. მსოფლიო რაგბის ჯილდო მოგზაურობას აგრძელებს და 16 ივნისს თბილისის იუსტიციის სახლში განთავსდება, ყველა მსურველს ექნება ჯილდოს ნახვისა და ფოტოების გადაღების შესაძლებლობა.

11:30 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი, მარიამ ფირცხალაიშვილი, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შრომითი ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით მოკლევის შედეგებს გამოაქვეყნებს.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565 

11:30 საათზე, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: პროკურატურის მანკიერი პრაქტიკა. 

12:00 საათზე, დავით უსუფაშვილი და საინიციატივო ჯგუფის ერთი ნაწილი მოძრაობის სადამფუძნებლო პრინციპების პრეზენტაციას გამართავს.
მის.: ვ.ორბელიანის ქ. № 8/10, სასტუმროში „მუზეუმი“, მე-6 სართული

12:00 საათზე, გაერო-ს ბავშვთა ფონდის ექსპერტი შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებში მაგული შაღაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს მოუწოდებს, დაჩქარდეს შეზღუდული შესაძლებლობის სოციალურ მოდელზე გადასვლა. პრობლემები და არსებული რეალობა. 
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565 

13:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის კიბეებთან მაუწყებლის მაყურებლების ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება.
თემა: დახურული გადაცემები და მაუწყებლის გაურკვეველი ბედი.
საკონტაქტო პირი ლაშა მესხი - 598 544 944

13:00 საათზე, ''ევროპული საქართველოს'' მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია მოაწყობს სოციალური პროგრამის პრეზენტაციას, მაჟორიტარ კანდიდატ მამუკა ახვლედიანთან ერთად.
მის: ქვემო ფონიჭალა (უსინათლოების დასახლება)
საკონტაქტო :მაკუნა ჟვანია 599 43 43 08, ნინო ორდენიძე 599 48 11 11

14:30 საათზე, „თავისუფალი დემოკრატები - რესპუბლიკელები“ უზნაძის #107-ში ბრიფინგს გამართავს და მოსახლეობასთან ერთად აღმაშენებლის #136-ში მიმდინარე მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს, რომელიც 80-მდე ოჯახს და მათ საცხოვრებელს საფრთხეს უქმნის.
მის.: უზნაძის ქ. #107

15:00 საათზე, ზუგდიდის რაიონში, რუხის სავაჭრო ცენტრში, სასწავლო ცენტრის გახსნის ღონისძიება გაიმართება. სასწავლო ცენტრის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია რეგიონში, ახალი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ავტომომსახურების სფეროში და მათი შემდგომი დასაქმება დასავლეთ საქართველოს ფილიალებში. 
საკონტაქტო პირი ლელა წიკლაური - 577 74 53 53

17:00 საათიდან 21:00 საათამდე, თელავში, ნადიკვარის პარკში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროკავშირის პარტნიორებთან და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებთან ერთად გეგმავს ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების აღნიშვნას. 20:00 საათზე ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას მიმართავს ევროკავშრის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე და სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორი კახეთის რეგიონში ირაკლი ქადაგიშვილი.

19:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატური თეატრის მხატვარ-მოდელიერის, ნიჭიერი შემოქმედის, მარინე გაჩეჩილაძის ახალი პოეტური კრებულის ,,ზღვის ქაფიდან მანდილს მოვქსოვ" პრეზენტაცია.
მის.: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics