11:48 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 16:05:24, 2531 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი იმედოვნებს, რომ სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა სია ფილტრაციის პროცედურას წარმატებით გაივლის

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმედოვნებს, საქართველოდან წარდგენილი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა სია ამჯერად არ ჩავარდება.

მისივე თქმით,   სამპირიანი გენდერულად დაბალანსებული სია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მომდევნო დღეებში წარედგინება:

„სამპირიანი გენდერულად დაბალანსებული სია იქნება მომდევნო დღეებში წარდგენილი ვეროსაბჭოს წინაშე. როგორც იცით, ევროსაბჭოში არის მინიმუმ სამ ეტაპიანი  კონტროლის და ფილტრაციის პროცედურა, რომელიც ამ სიამ უნდა გაიროს და მე იმედი მაქვს, ამჯერად ეს წარმატებით დაგვირგვინდება“,-განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოს მთავრობა  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასარჩევად ლადო ჭანტურიას, სოფო ჯაფარიძის და შოთა გეწაძის კანდიდატურებს წარუდგენს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
შეხვედრა გამოფენის კურატორთან და ხელოვანთან „თიბისი კონცეპტში“
სუს-ის თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს
ოთარ შამუგიამ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში, მოცვის დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics