2017-05-29 23:10:46, 1793 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ფუნიკულიორმა პანელური დისკუსია - „ბუნების ეკონომიკას“ უმასპინძლა
საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და გერმანიის საელჩომ საქართველოში, 24 მაისს, ოთხშაბათს, საღამოს 7 საათზე, კომპლექს „ფუნიკულიორის“ მე-3 სართულზე- ბუნების ეკონომიკის შესახებ მაღალი კლასის პანელური დისკუსია გამართა. დებატები ეძღვნებოდა კითხვას: „შესაძლებელია თუ არა საქართველოს ეკონომიკის ზრდა ბუნებაზე ზრუნვის გარეშე?“ დისკუსიაში მონაწილეობდნენ, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ადგილობრივ მონაწილეებს საერთაშორისო გამოცდილებას გაუზიარეს პავან სუხდევი — TEEB-ის (The Economy of Ecosystems and Biodiversity) მეთოდოლოგიის ფუძემდებელი და კავიტა შარმა — TEEB საქართველოში განხორციელებული საცდელი კვლევის კოორდინატორი. „ბუნების ეკონომიკის“ სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდნენ ეკონომიკური ლიდერები, ფინანსური ექსპერტები, ეკონომიკის და გარემოს დაცვითი ფაკულტეტების სამაგისტრო სტუდენტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. დისკუსიის მიზანია გადაწყვიტოს, არსებობს თუ არა საერთოდ ქართულ ეკონომიკაში ბუნების დაცვასთან კავშირის დილემა და რა როლი შეიძლება ითამაშონ ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემების სერვისებმა საზოგადოების ეკონომიკური ღირებულებების ჩამოყალიბებაში. პანელური დისკუსიის კონცეფცია TEEB-ის მიერ საქართველოში განხორციელებული საცდელი კვლევის მიგნებებს ემყარება და ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემების სერვისების ეკონომიკური მნიშვნელობის ხაზგასმას ისახავს მიზნად. დისკუსიის ფარგლებში აქცენტირებული იქნება დამოკიდებულება განვითარების მიზნებს, ადამიანის კეთილდღეობასა და ეკოსისტემების სერვისებს შორის. მონაწილეები იმსჯელებენ „მწვანე ეკონომიკაზე“ — როგორც ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელ, მდგრადი განვითარების ახალ ხელსაწყოზე. 13.03.2017 საკონტაქტო პირი: თეონა ბაღდავაძე, კომპანია key communications მობ.: 597-970353 ელ-ფოსტა: teonabagdavadze@gmail.com (NS) ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის
|
ომი უკრაინაშიკულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 940-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
მედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია [ვიდეო]
დღის თემა
|