11:04 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 21:23:43, 2254 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ახალი საბანკო ინოვაციური პროდუქტების და სერვისების პრეზენტაციას დაესწრო

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „თიბისი ბანკში“ ახალი საბანკო ინოვაციური პროდუქტების და სერვისების პრეზენტაციას დაესწრო და მოკლე მოხსენება გააკეთა. 

მასთან ერთად, შეკრებილ აუდიტორიას სიტყვით მიმართეს ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკოლოზ ქურდიანმა. 

ერთერთი პროდუქტი „ბიზნეს რუკა“ ბანკმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან ერთად განახორციელა. კერძოდ, შეიქმნა პროგრამა, რომელიც მსურველს შესაძლებლობას აძლევს სრულფასოვანი მოკვლევა განახორციელოს ბიზნესის სხვადასხვა სფეროზე.  ნებისმიერ დამწყებ თუ მოქმედ ბიზნესს შეუძლია გამოიკვლიოს რა ვითარებაა მისთვის საინტერესო ინდუსტრიაში კონკრეტული გეოგრაფიული ადგილების მიხედვით. 

ამას გარდა, მას შეუძლია საკუთარი კომპანიის საქმიანობა - შემოსავლები, ხარჯები, მოგება, თანამშრომელთა რაოდენობა თუ ხელფასები, შეადაროს ბიზნესის ანალოგიურ სფეროებს, როგორც ლოკალურად, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით.  

პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, პროექტი „ბიზნეს რუკა“ საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობის კარგი მაგალითია.

„ჩვენ საჯარო ინფორმაციაზე წვდომა მივეცით კერძო სექტორს და მანაც შექმნა ძალიან კარგი პროდუქტი, რომელიც სასარგებლო იქნება თვითონ კერძო სექტორისათვის. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ, ბევრი სხვა ახალი იდეა გაჩნდება, რათა,საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობით,კერძო სექტორისთვის მეტი ახალი პროდუქტები შეიქმნას“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

გარდა ბიზნესებისა, პროგრამით სარგებლობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაც ხელმისაწვდომია, ვისაც სურს სრულფასოვანი კვლევა ჩაატაროს ეკონომიკისა და ბიზნესის ამა თუ იმ მიმართულებით. რესურსი გამოადგებათ, როგორც მკვლევარებს, ასევე ბიზნესანალიტიკოსებს და სტუდენტებს.  

„თიბისი ბანკში“ პრეზენტაციას სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლიეტუვის საელჩო - კანონპროექტი EU-ის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება და მის ღირებულებებთან შეუთავსებელია
ჯეიკ სალივანი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას ადასტურებს
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics