18:57 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 19:53:51, 1980 ნახვა

სამართალი
ანა დოლიძემ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნასთან დაკავშირებით ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ  ჩინჩალაძის დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ანა დოლიძემ აღნიშნულ პროცესს არაგამჭვირვალე უწოდა და მოსამართლეების მიერ სააპელაციო თავმჯდომარის არჩევის უპირატესობას გაუსვა ხაზი.

„სასამართლო სისტემათან დაკავშირებულ კანონზე ვეტოში პრეზიდენტი აღნიშნავდა, რომ აუცილებელი იყო მოსამართლეებს თვითონ ა ერჩიათ საკუთარი თავმჯდომარეები, რადგან  ერთი კონკრეტული ორგანოს, იუსტიციის საბჭოს,  ხელში არ ყოფილიყო მთელი სასამართლო ხელისუფლების გაკონტროლების საშუალება. სწორედ ამიტომ, თვითონ მოსამართლეებს უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება ვინ იქნებოდა მათი ლიდერი.
 
როცა სისტემურად არასწორადაა შექმნილი ეს პროცესი და არ არის გამჭვრივალე, არ არის დახვეწილი და რაც მთვარია კონცენტრირებულია ერთი, ძალიან მცირე, დახურული ჯგუფის ხელში, ჩვენ ვიღებთ ასეთ შედეგებს.
 
ფაქტია, რომ სისტემა, რომელიც დღეს მუშაობს აძლევს საშუალებას რამდენიმე ადამიანს შეითავსოს უამრავი თანამდებობა,გადაწყვეტილება მიიღოს საზოაგდოების მონაწილეობის, ჩართულობის გარეშე, ცენტრიდან დაუნიშნოს თავმჯდომარე ყველა სასამართლოს.
 
ამაზე ჩვენ ვსაუბრობდით გაზაფხულზე და სანამ სისტემურად არ გამოსწორდება ეს პრობლემები, ბუნებრივია რამდენიმე ადამიანს,რომელიც დომინირებს საბჭოში მიეცემა საშუალება  საკუთარი სურვილისამებრ წარმართოს პროცესები", – ნათქვამია ანა დოლიძის განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics