22:49 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 19:16:03, 1811 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა ნატო-ს საქართველოს უსაფრთხოების ეროვნული სისტემის რეფორმირებაში ექსპერტული დახმარება სთხოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების ჭრილში, უსაფრთხოების ეროვნული სისტემის რეფორმირებაში ექსპერტული დახმარება სთხოვა.

 საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნული განცხადება დღეს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან როუზ გოტემიულერთან შეხვედრაზე გააკეთა და იმ ნაბიჯებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელსაც საქართველო დგამს ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რომ საქართველომ  მის ხელთ არსებული ყველა ის ინსტრუმენტი გამოიყენოს, რათა როდესაც დადგება დღის წესრიგში ნატო-ს შემდეგი გაფართოების პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხი, საქართველო იყოს მზად და პირნათლად წარდეგს ალიანსის წინაშე.

„ვარშავის სამიტზე ძალიან ნათლად იყო ხაზგასმული, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი იმისათვის, რომ მოემაზადოს წევრობისათვის.  აქედან გამომდინარე, საუბარი შეეხო, როგორც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, ასევე ყველა იმ საკითხს, რაც გათვალისწინებულია საქართველო-ნატო-ს დღის წესრიგით. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველო ალიანსის ის პარტნიორია, რომელიც განსაკუთრებულ როლს თამაშობს საერთო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა.

საუბარი შეეხო ასევე სხვადასხვა სფეროში მიმდინარე რეფორმებს, მათ შორის თავდაცვის სფეროსა და საკონსტიტუციო რეფორმებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ალიანსში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე მაისურაძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის
კალაძე - დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას
კალაძე - სამარცხვინო რეზოლუციის ავტორებმა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს - ადამიანის, რომელმაც ქვეყანა განადგურებისგან გადაარჩინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics