20:04 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 19:00:46, 1976 ნახვა

კომენტარი
თეოლოგი: საპატრიარქო საბჭოთა ტიპის, დღევანდელი ჩრდილოეთ კორეის მსგავსი სივრცეა, სადაც ბელადი პატრიარქია

თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილის განცხადებით, პატრიარქი მის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას არავის პატიობს.

როგორც მან "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, საპატრიარქოს წიაღში ადგილი აქვს მორიგ შიდა წმენდას, რომელსაც პატრიარქი დრო და დრო ახორციელებს.

"საპატრიარქო არის, საბჭოთა ტიპის, დღევანდელი ჩრდილოეთ კორეის მსგავსი სივრცე. იქ არსებობს ბელადი პატრიარქი და მისი კულტმსახურები. ნებისმიერი, რომელიც ამ კულტის საკრალურობას ეჭვქვეშ დააყენებს და დაიწრიპინებს, რომ პატრიარქიც ცდება ხოლმეო, უკვე განწირულია მოკვეთისათვის. საპატრიარქოს წიაღში ადგილი აქვს მორიგ შიდა წმენდას, პროცესს, რომელსაც პატრიარქი დრო და დრო ახორციელებს. პატრიარქი არავის არ პატიობს მის მიმართ, კრიტიკულ დამოკიდებულებას, მათ შორის არც მეუფე პეტრეს. უბრალოდ ვინც საქართველოში დარჩა და ვინც ცოტა კრიტიკული მიდგომებით გამოირჩევა, მოხდება მათი მოწყვლა საპატრიარქოს წიაღიდან. მათ შორის მეუფე პეტრესი. ასეთი ხმამაღალი კრიტიკა პატრიარქის მიმართ, არავის გამოუთქვამს. ასე მაგალითად, ბასილს მღვდელმსახურებისა და ქვეყნის დატოვება მოუხდა. სავარაუდოდ ასე მოუწევს, მეუფე პეტრესაც. რეპრესიების ამ მორიგი ტალღის უპირველესი სამიზნეები არიან მეუფე პეტრე ცაავა, პროფესორი ზურაბ ბუაძე, პროფესორი გოჩა ბარნოვი, თეოლოგი ვლადი ნარსია და სხვები", - დასძინა მირიან გამრეკელაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics