06:57 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 18:41:02, 2910 ნახვა

კულტურა
ჰარდ როკ კაფე თბილისმა საუკეთესო ქართული ბენდი გამოავლინა

The Pulse  - ასე ჰქვია ქართულ ბენდს, რომელმაც „ჰარდ როკ კაფე თბილისის" მიერ ორგანიზებულ ბენდების კონკურსში „„Hard rock rising" გაიმარჯვა.

„Hard rock rising" მსოფლიო ბენდების კონკურსია, რომელიც „ჰარდ როკ ინთერნეიშენალის" ეგიდით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ტარდება. ამ კონკურსის შედეგად, ყველა მუსიკოსს მსოფლიო მასშტაბით შეუძლია, ჩაერთოს ბენდების ბრძოლაში და მიიღოს შანსი, დაუკრას დიდ სცენაზე . Hard Rock Rising აერთიანებს მთელს მსოფლიოს, პროექტში ჩართულია 125-ზე მეტი ჰარდ როკ კაფე. პროექტის ლოკალური გამარჯვებული იღებს ფულად ჯილდოს 1000$-ის ოდენობით და ეძლევა შანსი, გაემგზავროს რეგიონალურ კონკურსზე, საკუთარი ქვეყნის სახელით.

რეგიონალური გამარჯვებული იღებს 1,000 CD/DVD ჩანაწერს Bison Disc_ისგან და პროფესიონალური ინსტუმენტების კომპლექტს მთელი ბენდისთვის. საბოლოო გამარჯვებული კი იღებს შანს, გაემგზავროს მაიამი გარდენსში და შეასრულოს ჰარდ როკ სტადიონის სცენაზე.

ყველა ქვეყანას ჰყავს თავისი რჩეული ბენდები, რომლებიც შეირჩა წინასწარ დარეგისტრირებული ჯგუფებიდან. წინა კვირის დასასრულს  კი თითოეულმა ჰარდ როკმა ფინალური ტურის გამარჯვებული ბენდი გამოავლინა. ჰარდ როკ კაფე თბილისის მიერ ორგანიზებულ კონკურსში 40-ზე მეტი ბენდი დარეგისტრირდა, საიდანაც 4 რჩეული გამოავლინდა. ესენი არიან: ბენდი The Pulse, Windshield, The Georgians, Bedford falls.  კონკურსზე რეგისტრირებულთაგან, ონლაინ ხმის მიცემით, ერთი ბენდი შეირჩა -   EverGreen.

25 მაისს „ჰარდ როკ კაფე თბილისში" „Hard Rock Rising" –ის ბოლო ფინალური ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ხუთი რჩეული ჯგუფი იღებდა. ჟიურის წევრების სახით საღამოს ესწრებოდა: კომპანია ბრავო რექორდსის პრეზიდენტი ზაზა შენგელია, ქართული როკის ლეგენდა  ვახო ბაბუნაშვილი , მუსიკოსი ნინა სუბლატი, მუსიკოსი რობი კუხიანიძე და ბიზნესმენი ნიკა ხაზარაძე.

ჟიურიმ საზეიმო ვითარებაში გამოავლინა გამარჯვებული ბენდი The Pulse, რომელიც დაჯილდოვდა ფულადი პრიზით 1000$-ით და მოიპოვა შანსი, წარდგეს რეგიონალურ კონკურსზე საქართველოს და ჰარდ როკ კაფე თბილისის სახელით.

ჟიურის თქმით, გამარჯვებული ბენდი გამოირჩეოდა როგორც ვოკალური მონაცემებით, ასევე სხვა მრავალი მუსიკოსისა და ბენდისთვის აუცილებელი მახასიათებლით.

ჯგუფი "The Pulse" დაარსდა 2011 წელს, მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ფესტივალებზე როგორიცაა music for music, City of rock festival, Soundcheck festival,Mziuri Rockfest 2011/2012,newcomers 2013,Tbilisi open air 2014/2015, x factor georgia 2015, ჯგუფის ჟანრობრივი მიმდინარეობა არის ალტერნატივ როკი. ჰარდ როკ კაფე თბილისში იგეგმება გამარჯვებული ბენდი The pulse -ის რამდენიმე საღამო.  გართობისა და მხირაულობის მოყვარულებს,  ინფორმაცია ივენთების შესახებ შეუძლიათ მოიპოვონ, ჰარდ როკ კაფე თბილისის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. https://www.facebook.com/hrctbilisi/

 

(R)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics