2017-05-29 18:29:57, 1764 ნახვა
პოლიტიკა სამხედრო
გიორგი მარგველაშვილი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს ანდრეიპარუბს შეხვდა. მხარეებმა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს და საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს. უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ ანდრეი პარუბმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. როგორც შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ქართველ და უკრაინელ ხალხს მრავალწლიანიმეგობრობა, წარმატებული თანამშრომლობის ისტორია აკავშირებს და საერთო საფრთხეები აქვს, ამიტომმნიშვნელოვანია, რომ საქართველო–უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში დასმული საკითხები საერთაშორისო დღის წესრიგში მუდამ აქტიურად ისმებოდეს. მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებისსაკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრისას საქართველო–უკრაინას შორის საპარლამენტო ურთიერთობების განვითარების შესახებ ისაუბრეს და გამოითქვა მზადყოფნა მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისათვის. საუბარი შეეხო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს და ამ მიმართულებით „ვიკინგის" პროექტს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან კულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება
„ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ევროპული მომავლისაკენ სწრაფვაში“ - ზურაბიშვილი ნაუსედას ესაუბრა
ევროპარლამენტში პოლიტიკურმა ჯგუფებმა საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი მოამზადეს
ხაბეიშვილი - არავის სანქცირება არ გვიხარია - გვირჩევნია, დასანქცირების ნაცვლად, რუსული კანონი გაიწვიონ
|
ომი უკრაინაშიკულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 940-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
მედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია [ვიდეო]
დღის თემა
|