01:36 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 16:40:04, 1664 ნახვა

საზოგადოება
თბილისში სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება

თბილისში სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნება, რომელიც პრესტიჟული ფრანგული ბიზნესსკოლის - „ვატელის" ეგიდით იქნება წარმოდგენილი. 

უნივერსიტეტის პრეზენტაციას, მიწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. 

საქართველოს მთავრობის მეთაურმა პროექტის მნიშვნელობა შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში საქართველოს ეყოლება უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტები სასტუმროებისა და ტურიზმის მართვის სფეროში.

„ეს არის ის, რაც დღეს საქართველოს სჭირდება, ვინაიდან საქართველოში ტურიზმი იზრდება იმაზე სწრაფად, ვიდრე ხდება პროფესიონალების მომზადება. უმნიშვნელოვანესია, რომ ისეთი საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდი, როგორიცაა „ვატელი", შემოდის საქართველოში და სულ მალე გვეყოლება საერთაშორისო კვალიფიკაციის სპეციალისტები ამ სფეროში. მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანია „ბლოკ ინვესტს" და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს ამ ინიციატივის განხორციელებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწავლებელს ექნება საერთაშორისო მასშტაბი და დარწმუნებული ვარ, მეზობელი ქვეყნებიდან არაერთი ახალგაზრდა მოისურვებს საქართველოში ჩამოსვლას სასწავლებლად", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, აღნიშნული პროექტი სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის ინიციატივასთან - „ისწავლე საქართველოში", რომლის მიზანია საქართველო რეგიონულ საგანმანათლებლო ცენტრად იქცეს. 

მისივე თქმით, განათლების სფერო უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა საიმისოდ, რომ საქართველოში ტურიზმი წარმატებით განვითარდეს.

„მხოლოდ თბილისში დღეს 15-მდე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო შენდება. თქვენ წარმოგიდგენიათ რამხელა მოთხოვნაზეა საუბარი პროფესიონალების კუთხით? საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში მიმდინარეობს ტურიზმის სფეროს განვითარება. ამიტომ, ჩვენ აუცილებლად უნდა გავხადოთ საქართველო მომხიბვლელი, არა მხოლოდ ლანდშაფტებით, არამედ მომსახურების სფეროს განსაკუთრებული ხარისხით, რათა მოვიზიდოთ ტურისტები. დღევანდელი დღე არის მნიშვნელოვანი, რადგან სულ მალე ჩვენ გვეყოლება საქართველოში საერთაშორისო დონის, უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალები სტუმარ-მასპინძლობის სფეროში", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საერთაშორისო უნივერსიტეტის - „Vatel Georgia"-ს პრეზენტაციის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს, „Block Invest"-სა და Vatel ჯგუფს შორის.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics