12:03 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 12:48:44, 1973 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
როუზ გოტემიულერი: ნატო-სა და ევროკავშირს შორის ახლა ძალიან კარგი კოორდინაციაა

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემიულერმა თბილისში მიმდინარე  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე, ნატო-სა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, დღეს ამ ორ ორგანიზაციას შორის ძალიან კარგი კოორდინაცია და თანამშრომლობაა. როუზ გოტემიულერის განმარტებით, თანამშრომლობაში გარკვეული სირთულეებიც არსებობს, თუმცა ფიქრობს, რომ ნელ-ნელა გაუმჯობესდება.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ვისაუბრო ევროკავშირსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობაზე. ბატონი გენერალური მდივანი ყოველთვის ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა, ახლა არის მართლაც ძალიან კარგი კოორდინაცია ამ ორ ორგანიზაციას შორის და მე ვხედავ, რომ პარლამენტის წევრები დიდ როლს თამაშობენ, რათა ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო  გააფართოვონ სხვადასხვა მიმართულებით.  არის განსხვავებები, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში ნატო არის უშიშროების და თავდაცვის ორგანიზაცია, ასე რომ ჩვენი ძირითადი აქცენტი კეთდება თავდაცვასა და უშიშროებაზე.ევროკავშირს, რა თქმა უნდა,  აქვს თავისი თავდაცვის დღის წესრიგი, მაგრამ ძირითადად ის ძალიან დიდი აქცენტს აკეთებს განვითარებაზე, ძლიერი, ჯანსაღი, ეკონომიკის განვითარებაზე. რა თქმა უნდა, ჯანსაღი ეკონომიკა აუცილებელია.  რაც უფრო ძლიერია ქვეყანა ეკონომიკურად, ბუნებრივია, მით უფრო სტაბილური იქნება. ნატო-ს და ევროკავშირს, ჩვენ ორივეს გვაქვს ჩვენი ინსტრუმენტები. შეიძლება ზოგჯერ  განსხვავებული ინსტრუმენტები გვაქვს, მაგრამ  თუ ჩვენ ამ ინსტრუმენტებს გავაერთიანებთ, მაშინ ერთიანი ნაკრები გვექნება ამ ინსტრუმენტებისა და ჩვენ ერთობლივად შეგვიძლია ვიმუშაოთ ინსტიტუციების გაძლიერებაზე, ერთიანი მეთოდების გამოყენება შეგვიძლია საერთო პრობლემის  მოსაგვარებლად. იგივე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც ასეთი პრობლემა გახდა ალიანსის წევრი ქვეყნებისათვის. ეს თანამშრომლობა, არმინდა ძალიან ვარდისფერ ფერებში დავხატო და ვთქვა, რომ ყველაფერი არაჩვეულებრივად არის, მაგრამ არის რაღაც კუთხეები, რომლებიც შეიძლება ცოტა უნდა გლუვი გახდეს, მაგრამ ნელ-ნელა გაუმჯობესდება“,-განაცხადა როუზ გოტემიულერმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
გარემოს ეროვნული სააგენტო - ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება
რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიში მიიტანა
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics