13:50 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 12:22:30, 1943 ნახვა

პოლიტიკა
ქუმსიშვილი: ეს არის გზავნილი ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის, რომ ნატოს კარი ღიაა

"ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომელიც ამ ტრიბუნიდან გაჟღერდა",-ამის შესახებ  პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა  განაცხადა. 

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია  დეკლარაციის ტექსტი, რომელშიც ნათლად და პირდაპირ არის ნახსენები თუ რა გამოწვევები  აქვს საქართველოს და საით მიისწრაფვის. 

"მინდა აღვნიშნო, რომ მაშინ როდესაც, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს პრაქტიკულად მთელმა შემადგენლობამ ამ დეკლარაციით, რომელიც დღეს იქნება მიღებული, მოუწოდა რუსეთს იმისაკენ, რომ მოხდეს არაღიარება სეპარატისტული და ოკუპირებული რეგიონების, ასევე დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტეის და ტერიტორიული მთალიანობის და ყველა იმ ძირითადი პრინციპის მიმართ, რომელიც მნიშვნელოვანია საერთაშორისო კანონმდებლობით. ასევე მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც ნატოს წევრ ქვეყნებს გააჩნიათ კანონშემოქმედების მიმართულებით, ეს არის გზავნილი ყველა ასპირანტი ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის, რომ მათთვის ნატოს კარი არის ღია,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრის  განცხადებით,  საქართველოს ხელისუფლებას აქვს მყარი რწმენა, რომ საქართველო აუცილებლად ნატოს წვერი ქვეყანა გახდება. 

(NS) 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს
რუსეთს თავს დაესხა 50 დრონი, დაზიანდა ელექტრო ქვესადგურები, გაჩნდა ხანძარი ნავთობის საცავში
მედია - სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, თუ სად გაივლის სახელმწიფო საზღვარი
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics