12:07 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 12:01:32, 1906 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
როუზ გოტემიულერი: მტკიცედ ვაფიქსირებ, რომ საქართველო პოზიტიური მიმართულებით მიდის

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემიულერმა თბილისში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველო განსაკუთრებული ასპირანტი, წევრობის მსურველი ქვეყანაა.

მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ საქართველო პოზიტიური მიმართულებით მიდის. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ უსაფრთხოების საქმეში საქართველოს წვლილზეც ისაუბრა:

„ძალიან დიდი წვლილი შეგაქვთ ალიანსის ქმედებებში, ავღანეთი არაერთხელ იქნა ნახსენები და მესმის, რომ 25 თქვენი ახალგაზრდა ჯარისკაცი დაიღუპა ამ ბრძოლებში. საქართველომ ძალიან მაღალი რანგის ფასი გადაიხადა ამისათვის და მინდა, გამოვუცხადო თანაგრძნობა ამ ახალგაზრდების ოჯახებს და რასაკვირველია, საქართველოს კიდევ ექნება ძალიან დიდი საქმე გასაკეთებელი, რომ თავისი საჯარისო დანაყოფები გაცილებით უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს, როგორც წვრთნის კუთხით, ისე ინსტიტუციონალური სტრუქტურის კუთხით. მიხარია, რომ არის შესაბამისი გუნდი. ნატო-საც ჰყავს შესაბამისი გუნდი ადგილობრივ ჩვენს ოფისში და მთელი ამ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ამ დარბაზში იმყოფებიან, თუნდაც მზად არიან, რომ დაეხმარონ საქართველოს რეფორმირების ესოდენ მნიშვნელოვან ეტაპზე. მე არ შემიძლია დღეს რაიმე წინასწარი განცხადებები გავაკეთო, მაგრამ ის, რომ საქართველო პოზიტიური მიმართულებით მიდის, ამას მტკიცედ ვაფიქსირებ“,-როუზ გოტემიულერმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ
„ხალხის ძალა“ - ჩვენ შეგვიძლია, ევროპას აგენტოკრატიისგან თავის დაღწევაში დავეხმაროთ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
შეხვედრა გამოფენის კურატორთან და ხელოვანთან „თიბისი კონცეპტში“

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics