22:07 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 11:43:15, 2081 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე: ასე ახლოს საქართველო ნატო-სთან და ევრო სტრუქტურებთან არასდროს ყოფილა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველო ნატო-სთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება საქართველოში მიმდინარე წარმატებული რეფორმების უპირობო აღიარებაა.

„ასე ახლოს საქართველო ნატო-სთან და ევრო სტრუქტურებთან არასდროს ყოფილა. პაოლო ალოს განცხადებით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნატო მზადაა საქართველო თავის რიგებში მიიღოს. ეს ძალიან მალე იქნება, უფრო მალე ვიდრე ბევრს შეიძლება წარმოედგინოს. ვფიქრობთ, დეკლარაციაში საქართველოში გატარებული რეფორმების მიმართ უპირობო მხარდაჭერა დაფიქსირდება. რა თქმა უნდა გამოწვევები არსებობს და დარწმუნებული ვარ, საქართველო ამ გამოწვევებს თავს წარმატებით გაართმევს", - აღნიშნა მდინარაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
მაკრონი - ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის
კალაძე - დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას
კალაძე - სამარცხვინო რეზოლუციის ავტორებმა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს - ადამიანის, რომელმაც ქვეყანა განადგურებისგან გადაარჩინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics