15:05 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 11:37:03, 2029 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ალი: საქართველომ ბოლო 15 წლის განმავლობაში თვალსაჩინო წარმატებას მიაღწია

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის პაოლო ალის განცხადებით, საქართველოს ბოლო 15 წლის განმავლობაში თვალსაჩინო წარმატებას მიაღწია.

როგორც ალიმ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ნატო მხოლოდ თავდაცვის კავშირი და ალიანსი არ არის.

„ნატო მხოლოდ თავდაცვის კავშირი და ალიანსი არ არის, მის დამაარსებელ ხელშეკრულებაში აშკარაა, რომ ის არის საზოგადოებათა კავშირი, რომელთაც საერთო ღირებულებები აქვთ დემოკრატიისა, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური ზრდის და კეთილდღეობის ჩვენი მოქალაქეებისთვის. საქართველო ამ ფასეულობებს ნამდვილად იზიარებს.

ტრანსფორმაცია, რომელსაც საქართველომ ბოლო 15 წლის განმავლობაში მიაღწია, ძალიან თვალსაჩინოა. აქ გასული წლის ოქტომბერში ვიმყოფებოდი და ვნახე, რამდენად განუხრელად სურს ქართველ ხალხს ამ მიზნების მიღწევა, რომ დაინერგოს და გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები. საქართველოს ამ გზაზე ვეხმარებით, რადგან ეს მთავარი მიზანი გახლავთ, ერთ-ერთი პრიორიტეტი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის. ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს ვუჭერთ“, - განაცხადა ალიმ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა
საფრანგეთში, გასტრონომიის რამდენიმე ფესტივალზე ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი
გენერალური პროკურორის მოადგილე სირაკუზის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტს და გენერალურ დირექტორს შეხვდა
ბაკურიანში, მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა - ზვავში, სავარაუდოდ, მოყოლილია ერთი ადამიანი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics