02:15 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 11:22:28, 1993 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ნატო უნდა გაფართოვდეს მანამ, სანამ მისი ქოლგის ქვეშ არ მოექცევა მთელი თავისუფალი სამყარო

„ნატო უნდა გაფართოვდეს მანამ, სანამ მისი ქოლგის ქვეშ არ მოექცევა მთელი თავისუფალი სამყარო“,-ნატო-ს პირველი გენერალური მდივნის ამ  სიტყვებით დაასრულა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, თბილისში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლა.

კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, თავისუფლებისა და მშვიდობის დასაცავად გაერთიანდნენ.

„ბოლო ორი ასწლეულის განმავლობაში,  ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ ნატო-სა და ევროკავშირის ახლად გაწევრიანებულმა და კანდიდატმა სახელმწიფოებმა, ბევრად მეტი თავისუფლება და კეთილდღეობა მიიღეს, ვიდრე ქვეყნებმა, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო, უარი თქვეს დასავლურ ინტეგრაციაზე. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველოში განვამტკიცოთ დემოკრატია, ჩამოვაყალიბოთ კონსოლიდირებული და სტაბილური პოლიტიკური სისტემა და გრძელვადიან პერსპექტივაში გამოვრიცხოთ ყოველგვარი ავტოკრატია, რომელმაც ჩვენს ქვეყანას ორი ათწლეულის განმავლობაში უამრავი პრობლემა შეუქმნა. საქართველოს პარლამენტში დაწყებული საკონსტიტუციო რეფორმის უმთავრესი მიზანი, სწორედ ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაფუძნებული დემოკრატიული მმართველობის სისტემის განმტკიცებაა. საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის სტაბილურ, საპარლამენტო დემოკრატიად. ამგვარი საქართველო იქნება სასურველი და მტკიცე პარტნიორი ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. სკეპტიკოსები აცხადებენ, ხოლმე რომ საქართველოს დასავლური მისწრაფებები შეიძლება წარუმატებელი აღმოჩნდეს, თუმცა ჩვენ მომავლის რწმენას, საქართველოს ისტორიული გამოცდილება გვინერგავს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics