02:26 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 11:20:25, 1928 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ალი: ნატო-ს კარი ღიაა და გარედან ვერანაირი ზეწოლა ამ ქვეყნებს ხელს ვერ შეუშლის, თავიანთ მიზნებს მიაღწიონ

„მონტენეგროს  ნატო-ში გაწევრიანება მნიშნელოვანი იქნება საქართველოსთვის და სხვა ასპირანტი ქვეყნებისთვის“,-ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ პაოლო ალიმ ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ასამბლეის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მომავალ თვეს დასრულდება მულტინაციონალური ბატალიონების განთავსება, რომლებიც წარმოადგენს ნატოს გაძლიერებულ წარმომადგენლობას პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში.

„რამდენიმე დღის შემდეგ, მონტენეგრო ნატო-ს 29-ე წევრი გახდება. ეს მონტენეგროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. რა თქმა უნდა, ეს ნატო-სთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც მუდმივად, განუხრელად, ცდილობს, რომ მხარი დაუჭიროს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს და მიიღოს საერთო სფეროში, რომელიც ქადაგებს მშვიდობას, სტაბილურობას და კეთილდღეობას. მონტენეგროს გაწევრიანება მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვისაც და სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ასპირანტი ქვეყნები არიან და ცდილობენ, რომ ნატოს შეუერთდნენ.  ეს არის  აშკარა სიგნალია იმისა, რომ ნატოს კარები ღიაა და ამ ქვეყნებს ვერანაირი ზეწოლა და გარემო ხელს ვერ შეუშლით, რომ გაწევრიანდნენ და თავიანთ მიზნებს მიაღწიონ. მომავალ თვეს, მულტინაციონალური ბატალიონების განთავსებას დავასრულებთ, რომლებიც წარმოადგენს ნატოს გაძლიერებულ წარმომადგენლობას პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში. ამავე დროს, ნატო ზრდის თავის წარმომადგენლობას შავი ზღვის რეგიონში. ეს დამცავი ზომები წარმოადგენს ძლიერ დემონსტრირებას ჩვენი სოლიდარობისა რუსეთის მუქარის საწინააღმდეგოდ. ნატო ასევე თანამშრომლობს თავის პარტნიორებთან ორივე რეგიონში, რომლებიც დაკავშირებულია და რომელსაც რუსეთის აგრესია ეხება. ეს არის ფინეთი შვედეთი საქართველო და უკრაინა“, - აღნიშნა პაულო ალიმ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics