06:59 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-26 16:29:16, 2826 ნახვა

კულტურა
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში რუსთაველის 850 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ექსპოზიციაზე, რომელიც 11 ივნისამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია გურამ ახალაიას პირად კოლექციაში დაცული 1712-2017 წლებში დასტამბული ვეფხისტყაოსნის უნიკალური გამოცემები, მათ შორის, ქართული გამოცემები 1712 წლიდან დღემდე მთლიანად და პოემის თარგმანები 51 ენაზე.

გამოფენა ოფიციალურად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში მინისტრმა ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

მიხეილ ჯანელიძემ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26 წლის მანძილზე საქართველოს მიერ განვლილ გზასა და ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ წელს დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით ისეთი დიდი წარმატებით, როგორიც არის ევროპასთან ასოცირება, ვხვდებით როგორც უფრო მეტად ინტეგრირებული ქვეყანა ევროატლანტიკურ სივრცეში, რაც წარმოადგენს ჩვენი თავისუფლების და დამოუკიდებლობის მყარ გარანტიას" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ სიტყვით გამოსვლისას.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა გამოფენაზე წარმოდგენილი უნიკალური კოლექციის შესახებ და აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მომავალშიც ძალისხმევას არ დაიშურებს საზღვარგარეთ ქართული კულტურის საგანძურის პოპულარიზაციისთვის. 

გამოფენაზე წარმოდგენილ კოლექციაში დაცულია 70-ზე მეტი გამოცემა სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტების, პოემის მთარგმნელებისა და ცნობილი ადამიანების ავტოგრაფებით. აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია საქართველოს საელჩოების ხელშეწყობით მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე, მათ შორის კორეულ, რუმინულ, გერმანულ და სხვა ენებზე პოემის თარგმანები.  

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და კერძო კოლექციონერმა გურამ ახალაიამ.

ვეფხისტყაოსნის უნიკალური კოლექცია დაათვალიერეს ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.

გამოფენის განსაკუთრებული ნაწილს წარმოადგენს გვერდები "21 საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსნიდან", რომელიც ხელით იწერებოდა 2003-2016 წლებში გურამ ახალაიას ინიციატივითა და ხელმძღვანელობით. თითო გვერდი გადაწერეს 21-ე საუკუნის ცნობილმა ადამიანებმა, წმინდა სინოდის წევრებმა, მეცნიერებმა, მწერლებმა, პოემის მთარგმნელებმა, მხატვრებმა, სპორტსმენებმა, მსახიობებმა, რუსთველოლოგებმა.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ცნობილი მხატვრების მიერ სპეციალურად ამ ხელნაწერისთვის შექმნილი ილუსტრაციების ორიგინალები.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics