18:03 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-26 15:54:12, 2398 ნახვა

მსოფლიო
ეგვიპტეში „ბოევიკებმა“ 2 ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა სულ მცირე 23 ადამიანი

ეგვიპტეში „ბოევიკებმა“ 2 ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების  ინფორმაციით, თავდასხმა პროვინცია ელ-მინიაში მოხდა. ავტობუსს ადგილობრივი ქრისტიანები სალოცავად გადაჰყავდა.

როგორც BBC წერს, ინციდენტის შედეგად 25 ადამიანი მძიმედ დაშავდა.

დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის უმრავლესობა ბავშვები არიან. როგორც მედია იტყობინება, თავდასხმა ათობით ბოევიკმა განახორციელა. სამართალდამცველების თქმით, თავდამსხმელები შენიღბულები იყვნენ და მათი დაკავების სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

ცნობისთვის, 9 აპრილს ეგვიპტეში ორ ეკლესიაში აფეთქებები მოხდა, რის შედეგადაც 45 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა. ბოევიკები ეგვიპტელ კოპტებზე თავდასხმებს პერიოდულად ახორციელებენ. აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა
მდინარაძე - ოკუპანტ ქვეყანას ეს კანონი ისედაც ეხება
მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენაზე - საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics