22:42 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-26 15:48:27, 1503 ნახვა

საზოგადოება
შსს-მ დამოუკიდებლობის დღე თელავში აღნიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისს თელავში მოქალაქეებს იმიტირებულ უსაფრთხო ქალაქში უმასპინძლა. პროექტი - „ეს ჩემი ქალაქია“ სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში წარმოადგინა.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი თელავში, ერეკლე მეორის გამზირზე მოწყობილ იმიტირებულ ქალაქს ეწვია, ადგილობრივ მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და სამინისტროს დანაყოფების მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი კუთხე დაათვალიერა.

იმიტირებულ ქალაქში ბავშვებსა და მოზრდილებს, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენის გარდა, უამრავი სიურპრიზი დახვდათ:

სპეციალურად მოწყობილ საბავშვო კუთხეში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე  ნახატების კონკურსი ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს თელავის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა. საუკეთესო ნამუშევრები ჟიურიმ გამოავლინა და მათ ავტორებს  შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ბრენდირებული საჩუქრები გადასცა.

შსს-ს „112“-ის დეპარტამენტმა ინოვაციური საბავშვო პროექტი - „112-ის კოსმოსური ხომალდი“ წარმოადგინა, სადაც მოზარდებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა.

შსს-ს მომსახურების სააგენტომ შემეცნებით-გასართობი კუთხე მოაწყო, სადაც სააგენტოს თანამშრომლებმა,  ველოსიპედის მართვის მოწმობის მოსაპოვებლად, 5-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებს  სახალისო თეორიული და პრაქტიკული გამოცდა ჩაუტარეს. მოქალაქეებს, ასევე, საშუალება ჰქონდათ შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი MIA Force-ის სარბოლო ავტომობილები და ფოტოგამოფენა დაეთვალიერებინათ. შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე, ევროპის ჩემპიონი ძარიანი ავტომობილებით რბოლაში დათა ქაჯაია სტუმრებს შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიასა და  საკუთარ სპორტულ მიღწევებზე ესაუბრა.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება
მაკა ბოჭორიშვილი - რატომ არის სრულიად სამყარო საქართველოს კანონის წინააღმდეგ მიმართული, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს - გამჭვირვალობას
სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics