2017-05-26 12:35:13, 1850 ნახვა
საზოგადოება
ლინას ლინკევიჩიუსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულ ენაზე ულოცავს
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ლინკევიჩიუსმა მისალოცი ტექსტი ”ტვიტერის” საკუთარ გვერდზე, ინგლისურ და ქართულ ენებზე დაწერა.
„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. არასდროს დაკარგოთ თავისუფალი სული!” - წერს ლინას ლინკევიჩიუსი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან