2017-05-26 12:05:35, 2025 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პაოლო ალი: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა აქ იმყოფება, რათა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას საქართველოსადმი სრულ მხარდაჭერას
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პაოლო ალის განცხადებით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოში სტუმრობა, ნატო-ს საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია. ამის შესახებ პაოლო ალიმ, პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელ ირაკლი სესიაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან და ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „გუშინ იყო ბრიუსელში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ჩვენს ურთიერთობებს. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ახლა აქ იმყოფება იმისათვის, რომ თვალსაჩინო გახადოს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას სრულ მხარდაჭერას საქართველოსადმი. სრულ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას საქართველოს მხარდასაჭერად აღებულს და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“,-აღნიშნა პაოლო ალიმ და დასძინა, რომ საქართველომ ძალიან დიდი სამუშაო გასწია და დიდი წვლილი შეიტანა უსაფრთხოების საქმეში. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან |
ომი უკრაინაშიუკრაინის საჰაერო ძალები - 7 რუსული რაკეტიდან 2 ღამით გავანადგურეთ
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
რუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|