18:38 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-26 11:56:02, 2125 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სესიაშვილი: ბევრი რამე ვისწავლეთ ნატო-სგან, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენც შეგვიძლია რაღაც ვასწავლოთ

 „ჩვენ ნატო-სთან  ურთიერთობაში გვაინტერესებს არა მხოლოდ უსაფრთხოების გამოწვევები, არამედ ჩვენ გვაერთიანებს ღირებულებები”,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ და ნატო-ს  საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა,  პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან,  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და გენერალურ მდივანთან და  ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სესიაშვილი მიესალმა ნატო-ს  საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარებას და აღნიშნული გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მადლობა გადაუხადა:

 მან ასევე ყველას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი მიულოცა.

„მართლაც რთული 26 წელი გაიარა ჩვენმა ქვეყანამ, თუმცა ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ნატო-სთან ურთიერთობაში გვაინტერესებს არა მხოლოდ უსაფრთხოების გამოწვევები, არამედ ჩვენ გვაერთიანებს ღირებულებები. ჩვენ ბევრი რამე ვისწავლეთ ნატო-სგან და ბევრ საკითხზე ვმუშაობთ, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ნატო-ს ჩვენც შეგვიძლია რაღაც ვასწავლოთ, ეს შეიძლება იყოს ჩვენი გამორჩეული სტუმართმოყვარეობა”,-განაცხადა სესიაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი შიდა ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს შეხვდა
პაპუაშვილი - ეს სამება ურყევია, მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება!
ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა
მდინარაძე - ოკუპანტ ქვეყანას ეს კანონი ისედაც ეხება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics