15:56 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-26 11:47:26, 599 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს დამოუკიდებლობის დღე ტელეხიდით მიულოცა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო მისიებში მყოფი ქართველი მშვიდობისმყოფელებისთვის მილოცვით დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან, ტელეხიდის საშუალებით, ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად  ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში დისლოცირებულ ქართულ ქვედანაყოფებს ჩაერთო და სამშობლოდან შორს მყოფ ჯარისკაცებს  საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„თქვენს მიერ აღებული პასუხისმგებლობა - ემსახუროთ თქვენს ქვეყანას, მათ შორის ყველაზე საპასუხისმგებლო მისიის ფარგლებში, მარტო თქვენი პასუხისმგებლობა არ არის. ეს  ჩვენი, თითოეული მოქალაქის  პასუხისმგებლობის გაზიარებაცაა. ჩვენს პროფესიონალიზმს, დიდ პასუხისმგებლობას მთელი მსოფლიო, თავისუფალი საზოგადოების სამყარო გრძნობს“, - მიმართა ქართველ მშვიდობისმყოფელებს თავდაცვის მინისტრმა, რომელიც მართვის ცენტრში პატარა ვაჟკაცთან ერთად მივიდა.

„საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, სამხედროებმა ყველაზე უკეთ იციან დამოუკიდებლობის და თავისუფლების ფასი. ძალიან ბევრი ჯარისკაცი შეეწირა დამოუკიდებლობის მოპოვებასა და შენარჩუნებას. ამიტომ, თითოეული თქვენგანი, რომელიც საქართველოდან შორს  თქვენს მოვალეობას ასრულებთ და ქვეყნის ინტერესს ატარებთ, საქართველოს საერთაშორისო არენაზე უფრო მეტად ხილვადს ხდის და საქართველოს დამოუკიდებლობის  და სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის უფრო მეტ გარანტიებს აყალიბებს“, - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართველი სამხედროებისთვის სიტყვით მიმართვისას.

ტელეხიდით ჩართვისას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები საერთაშორისო მისიებში მყოფი ქვედანაყოფების მეთაურებსაც გაესაუბრნენ და ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

ამჟამად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანაში მონაწილეობენ. ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართული კონტინგენტი სამ ლოკაციაზეა დისლოცირებული. I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ ასრულებს. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი საერთაშორისო ოპერაციაში, აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მონაწილეობას. ქაბულში კი, I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეულია დისლოცირებული და მის მთავარ ამოცანას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში ქართველი მშვიდობისმყოფელები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში არიან დისლოცირებული. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცარ-ში სამხედრო-საწვრთნელ მისიაში - EUTM RCA, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში, ასრულებს. ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მალიში (EUTM Mali) საქართველო შეიარაღებული ძალები ერთი ოფიცრითაა წარმოდგენილი და სამეკავშირეო ოფიცრის პოზიციას იკავებს, რომლის ძირითადი მიმართულებებია ადგილზე მოქმედ მისიებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაციაა.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპარლამენტო ოპოზიცია - პოლიციამ შური იძია ელისაშვილზე - ჩვენ მოვითხოვთ რეაგირებას
მორავიეცკი - რუსეთი ცდილობს, ევროპარლამენტის თითქმის ყველა პოლიტიკურ ჯგუფზე გავლენა მოახდინოს
პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ყველა გადარიცხვა ხდება ამერიკული და ევროპული ბანკებით, თუ სანქცია დაწესდა, ვერაფერს გააკეთებს საქართველო
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics