2017-05-25 21:56:14, 1968 ნახვა
საზოგადოება სხვადასხვა
არის თუ არა საქართველო ISIS-ის სამიზნე - აჭარაში მუსლიმი თემის ლიდერებს ემუქრებიან
ამერიკელი მკვლევარი ბენეტ კლიფორდი Twitter-ში ინფორმაციას და ფოტოს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ქართველი მხარდამჭერები საქართველოში მუსლიმი თემის წარმომადგენლებს პირდაპირ ემუქრებიან. ფოტოზე გამოსახულ პირებს შორის არიან საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე, ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე, მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მთავარი მუფთის მოადგილე ადამ შანთაძე. როგორც მკვლევარი წერს, ეს არ არის საქართველოში მუსლიმი თემის მიმართ პირველი მუქარი. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ISIS სისტემატიურად იყენებს სპეციალურ ქსელ ტელეგრაფს, იმისთვის, რომ მუქარის შემცველი გზავნილები გაავრცელოს. ინფორმაციის გასარკვევად "ექსპრესნიუსი" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს. "გამოძიებაში აღნიშნული ფაქტიც არის გაერთიანებული. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება", - აცხადებენ უწყებაში. ექსპერტების შეფასებით, საქართველი "ისლამური სახელმწიფოს" პირდაპირი სამიზნე არ არის, თუმცა შესაბამისმა სტრუქტურებმა ამ მიმართულებით მუშაობა არ უნდა შეწყვიტონ. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს
|
ომი უკრაინაშიხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|