05:16 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 16:29:10, 654 ნახვა

რეგიონი
აჭარის პოპულარიზაციის მიზნით კრეატიული მარკეტინგული კამპანია დაიწყო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 15 მაისიდან, საქართველოს მასშტაბით კრეატიული მარკეტინგული კამპანია დაიწყო, რომლის მთავარი მიზანიც შიდა ტურისტებში აჭარაში დასვენებისა და მოგზაურობის სტიმულირებაა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით აღნიშნული რეკლამის ფარგლებში დედაქალაქსა და თბილისი-ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე განთავსდა ზღვასთან ასოცირებული გრაფიკული გამოსახულებებით დაბრენდილი ბილბორდები  წარწერით „365 კილომეტრი ზაფხულამდე“, რომლითაც შიდა ტურისტებს კიდევ ერთხელ ვახსენებთ საიდან იწყება ზაფხული.  აღნიშნული კოლომეტრაჟი ბანერებზე ბათუმთან მიახლოებასთან ერთად იკლებს და მაგალითად, გურიის გზადკეცილზეა წარწერით „125 კილომეტრი ზაფხულამდე“.  

გარდა ამისა, თბილისის მასშტაბით ავტობუსის 11 ცენტრალური მოსაცდელი შეიფუთა ზღვისა და მასთან ასოცირებული გამოსახულებებით.

მათგან რამდენიმე მოსაცდელზე (ჭავჭავაძის 44, ჭავჭავაზისა და ყიფშიზის კვეთა, სპორტის სასახლე) კი ადამიანებს „ინტერაქტიული“ სასწორი ელოდებათ, სადაც მსურველებს წონის გაგების ნაცვლად კრეატიული ფრაზებით აჭარაში დასვენებისკენ მოუწოდებენ. თუ რომელი ფრაზებით მოგიწოდებენ აჭარაში დასვენებისკენ უკვე თქვენს წონაზეა დამოკიდებული.

აღნიშნულ ავტობუსის გაჩერებებზე ე.წ. „ინტერაქტიული“ სასწორზე შეიძლება წაიკითხოთ ისეთი კრეატიული ლექსები, როგორებიცაა:

თუკი სასწორი იმედს გიცრუებს,

არ ჩამოყარო მაინც ყურები.

აქ, აჭარაში შენთვის მზადდება

ცომგამოცლილი ხაჭაპურები.

ან

თუ უმადობა გაშინებს

და ვერ იმატებ წონაში,

იცოდე: ცურვა აშიებს

ჩვენს საკურორტო ზონაში.

ან

როცა პრობლემა გაქვს წონის,

ნუ დაჯდები დიეტაზე,

ამ დროს ერთი გზაა სწორი: -

უმალ გამოსწიე ზღვაზე

ან

ჩამოდი ჭარაში და

გქონდეს გახდომის იმედი,

შავი ზღვის სანაპიროზე

იარე ველოსიპედით.

გარდა ამისა, თავისუფლების მოედანსა და თამარაშვილი-უნივერსიტეტის გადაკვეთის ქუჩებში დიდ მონიტორებზე ტრიალებს აჭარის სარეკლამო ვიდეო კლიპები. ივნისის ბოლოდან, აღნიშნულ მონიტორებზე აჭარის ტურისტული შესაძლებლობების ამსახველი ახალი საიმიჯო ვიდეოკლიპი იტრიალებს.

შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია აღნიშნული მარკეტინგული კამპანიით დედაქალაქიდან დაიწყო, თუმცა მას გაგრძელება უკვე აჭარაში ექნება. ივნისიდან, ბათუმსა და ქობულეთში მყოფ ტურისტებს მთიანი აჭარის ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა და დაცული ტერიტორიების  ფოტოებით დაბრენდილი სარეკლამო ბილბორდები ყველა ცენტრალურ მაგისტრალსა და ქალაქში დახვდებათ. აღნიშნული სარეკლამო აქტივობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მყოფ ტურისტებს ზღვაზე

დასვენების გარდა მთიან აჭარაში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.  საბოლოოდ, ყველა სარეკლამო აქტივობა ასახვას ონლაინ რეკლამაში ჰპოვებს. დეპარტამენტი შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით მასშტაბურ ონლაინ რეკლამას ივნისიდან დაიწყებს.

გარდა შიდა ტურიზმის სტიმულირებისა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საერთაშორისო  ბაზარზე უპრეცედენტო მასშტაბის პიარ კამპანიას აწარმოებს, რაც აჭარის რეკლამირებას უკვე 16 სამიზნე ქვეყანაში ითვალისწინებს. (გერმანია, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ლატვია, ესტონეთი, ლიტვა, ირანი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ბელარუსია, პოლონეთი, ყაზახეთი, ისრაელი, რუსეთი, )

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics