16:23 - 16 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 15:22:19, 2429 ნახვა

სამართალი კომენტარი
ჯეჯელავა თორდია-ფარცხალაძის საქმეზე: ხალხის ცემა არაფრით შეიძლება

"თუ თორდიაა დასასჯელი თორდია უნდა დაისაჯოს, თუ ფარცხალაძეა დასასჯელი, ფარცხალაძე, თუ ორივეა, ორივე უნდა დაისაჯოს",- ასე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი  ალექსანდრე ჯეჯელავა სახელმწიფო აუდიტის უფროსსა და ყოფილ მთავარ პროკურორს შორის მომხდარი ინციდენტსა და მიმდინარე გამოძიებას.

ჯეჯელავას შეფასებით, რაც არ უნდა იყოს დაპირისპირების მიზეზი, ცემა დაუშვებელია:

"საქმე ის არის, რომ რის გამოც არ უნდა დაიწყოს რამე, ხალხის ცემა არაფრით არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რასთან არის დაკავშირებული. კანონის დარღვევა არ შეიძლება. ეს იგივეა, რომ ადამიანი აღელვებულია და ამის გამო დაარღვია მოძრაობის წესები. ეს არის მთავარი პრინციპი. მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირს აქვს თმენის ვალდებულება. მე ძალიან ხშირად გახსნილ კრიტიკას ვისმენ, მაგრამ ვალდებული ვარ, რომ ამაზე ვრეაგირებდე ცივილიზებულად. მიუხედავად იმისა, რა მიზეზებით მოხდა ესა თუ ის ქმედება, კანონის დარღვევა დაუშვებელია, ",- განაცხადა ალექსანდრე  ჯეჯელავამ.

შეგახსენებთ,  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია აცხადებს, რომ 13 მაისს, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ელ ცენტროში“, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. ლაშა თორდია მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყებამ 22 მაისს საქმეზე შუალედურ ანგარიში და დაპირისპირების ამსახველი კადრები გამოაქვეყნა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მუდმივ მდივანს შეხვდა
ირანის პრეზიდენტი - ირანის ინტერესის წინააღმდეგ მცირე მოქმედებასაც კი მკაცრი პასუხი მოჰყვება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics