15:48 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 14:48:56, 2782 ნახვა

სამართალი
თურქეთის პრემიერმა კვირიკაშვილისგან ყველა პირის ექსტრადიცია მოითხოვა, ვინც გიულენთან თანამშრომლობს

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა 23 მაისს გიორგი კვირიკაშვილთან პირისპირ შეხვედრისას ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულ სასწავლო დაწესებულებში მომუშავე ადამიანების თურქეთში ექსტრადირება მოითხოვა.

ამის შესახებ  "ექსპრესნიუსს" გიულენის სასწავლო დაწესებულებებში მომუშავე ადამიანებმა აცნობეს.  მთავრობის კანცელარიაში გამართული შეხვედრისას თურქეთის პრემიერმა პირდაპირ და მკაცრად მოითხოვა დემირელის სკოლის ასევე შაჰინის სკოლის თანამშრომლების თურქული მხარისთვის გადაცემა.

ექსტრადირებულებს შორის შესაძლოა,  საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ.

უკვე ცნობილი გახდა, რომ თურქეთის პრემიერ-მინისტრის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. თურქეთის მხარე დაკავებულის ექსტრადირებას მოითხოვს და მას ბრალად ედება ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან თანაშრომლობა, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა.

როგორც სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების თანამშრომლები „ექსპრესნიუსთან“ ამბობენ, ისინი აბსურდული ბრალდებებით  თურქეთში ექსტრადირებას ელოდებიან.

შეგახსენებთ,  23 მაისს საქართველოს მთავრობის მეთაურმა, თურქ კოლეგასთან ერთად, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-2 სხდომას უხელმძღვანელა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა მნიშვნელოვან დოკუმენტებს ეკონომიკის, კულტურის, იუსტიციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაზარე გრიგორიადისმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა
ნატო ვაჩნაძის ფონდის პრემიაზე „ელისო“ ნამუშევრების რეგისტრაცია დაიწყო
ფირფიტებზე გაცოცხლებული ადრეული 90-იანებისა და 2000-იანების მუსიკა - „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
Reuters – ენტონი ბლინკენი ჩინეთში ჩადის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics