09:29 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 11:36:18, 1975 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
პრემიერი: „საქართველოს ბანკმა“ საერთაშორისო ბაზრებზე 500 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა, რაც პირველი პრეცედენტია

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „საქართველოს ბანკმა“ საერთაშორისო ბაზრებზე 500 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა.

კვირიკაშვილის თქმით, არის პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს საფინანსო ინსტიტუტი ლარში დენომინირებულ ობლიგაციებს საერთაშორისო ბაზრებზე ყიდის. პრემიერმა „საქართველოს ბანკს“ მადლობა გადაუხადა:

„ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა ჩვენი ქვეყნის და საფინანსო სექტორის, მაგრამ მთლიანად  ქვეყნის, რომ „საქართველოს ბანკმა“ საერთაშორისო ბაზრებზე  განათავსა 500 მილიონი ლარის ობლიგაციები, ანუ მოიზიდა 500 მილიონი ლარი  საერთაშორისო ბაზრებზე. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს საფინანსო ინსტიტუტი ლარში დენომინირებულ ობლიგაციებს ყიდის საერთაშორისო ბაზრებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ინვესტორები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ახდენენ ინვესტირებას, ენდობიან  ეროვნულ ვალუტას, ეს არის 3 წლიანი ობლიგაციები11%-ის შემოსავლიანობით და ეს იქნება  უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი, ვინაიდან დაფიქსირდა საერთაშორისო ბაზარზე  პირველად ისტორიაში ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაცია. ეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ურისკო განაკვეთი, ანუ ის განაკვეთი, რითაც მთავრობა სესხულობს, კიდევ უფრო დაბალი იქნება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საერთაშორისო ინვესტორები   ენდობიან ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ეროვნულ ვალუტას. ნამდვილად დიდი მოვლენაა და მინდა, ყველას მივულოცო და  მადლობა გადავუხადო „საქართველოს ბანკს“ ამ უდიდესი წარმატებისთვის . 500 მილიონი ლარის რესურსი, იქნება მიმართული ჩვენი ქვეყნის ბიზნესის,  საწარმოების, მეწარმეთა დაფინანსებისთვის, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინექცია საქართველოს  ეკონომიკაში, მაგრამ ყველაზე  მნიშვნელოვანია, რომ თანხის მოზიდვა არ მოხდა უცხოურ ვალუტაში, მოხდა ეროვნულ ვალუტაში, ანუ ინვესტორმა, რომელიც ყიდულობს ამ ობლიგაციას, იცის, რომ  მას გადაუხდიან ლარში იმ ვალს,  რომელსაც მოიზიდავს დღეს „საქართველოს  ბანკი“. ანუ, ის ენდობა ეროვნულ ვალუტას და ენდობა  საქართველოს იმ კურსს, რომელსაც დღეს ჩვენი ქვეყანა ახორციელებს. ეს არის ქვეყნის ნდობა, წინ გადადგმული ნაბიჯი და გილოცავთ, ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics