03:15 - 17 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 11:04:44, 2218 ნახვა

ეკონომიკა საზოგადოება
თბილისის შემოვლითი გზისა და თბილისი-ჟინვალის მონაკვეთის პროექტირება იწყება

თბილისის შემოვლითი გზისა და ასევე თბილის-ჟინვალის პროექტირება იწყება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი განმარტებით, პროექტირება 15 თვეში დასრულდება, რის შემდეგაც  მშენებლობა დაიწყება. 

"ეს არის 55 კილომეტრიანი გზა თბილისის შემოვლითი პროექტისა და ნატახტარი-ჟინვალის 28 კილომეტრიანი მონაკვეთი. ეს იქნება ალტერნატიული ჩქაროსნული მაგისტრალი, რომელიც მნიშვნელოვნად განტვირთავს ჩვენს ქალაქს და ასევე იქნება დასაწყისი მლეთა-კობისკენ მიმავალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის. ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის სრულად განხორციელებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. პროექტირება 15 თვეში დასრულდება და შემდეგ დაიწყება მშენებლობა",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არასამთავრობოები - ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს
რუსთაველზე სპეცრაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა - ვიდეო
აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, პუბლიკას და ტაბულას ჟურნალისები სცემეს - ვიდეო
თბილისში განვითარებულ მოვლენებზე აშშ-ს რეაქცია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics