14:39 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-24 18:00:52, 2331 ნახვა

მსოფლიო
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ლიონელ მესის 2.1 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა

არგენტინის ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ფეხბურთელს, ლიონელ მესის ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 21 თვიანი სასჯელი ძალაში დატოვა, - ამის შესახებ Lenta იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ფეხბურთელს ჯარიმის სახით 2.1 მილიონი ევროს გადახდა დაევალა, ხოლო ლიონელ მესის მამას, ხორხე მესის 1,3 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

საქმე 2007-2009 წლებში,  გადასახადებისგან თავის არიდების მცდელობას ეხება. როგორც პროკურორი განმარტავს, საერთო ჯამში მესიმ ესპანეთის მთავრობას 4.1 მილიონი ევრო დაუმალა.

მედიის ცნობით, 2 წლამდე სასჯელი ეკონომიკური დანაშაულისთვის ესპანეთში ციხეში ჩაჯდომით არ ისჯება. შესაბამისად,  არგენტინელს ციხეში ჩაჯდომა არ მოუწევს. 

თავდაპირველად საქმის პროკურორი ლეო მესისთვის და მამამისისთვის 3 წლიან პატიმრობას ითხოვდა. თუმცა, სასამართლომ სასჯელის ვადა 1 წლამდე და 9 თვემდე შეამცირა. 

ფეხბურთელი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს
EBA - კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics