00:07 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-01 16:09:37, 2109 ნახვა

სამართალი
თბილისსა და სამეგრელოში სიჩქარის მზომი კიდევ 7 რადარი ამოქმედდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სიჩქარის მზომი სექციური რადარების მონტაჟს აგრძელებს.

მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან, თბილისში არსებულ სიჩქარის კონტროლის 4 სექციას კიდევ 2 დაემატება, კერძოდ: მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და გიორგი სააკაძის ქუჩის კვეთიდან აკაკი ბაქრაძის ქუჩის მიმართულებით; ასევე, მტკვრის მარცხენა სანაპიროს და სამტრედიის ქუჩის კვეთიდან ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ხიდის მიმართულებით და პირიქით, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ხიდიდან სამტრედიის ქუჩის მიმართულებით. აღნიშნულ მონაკვეთებზე ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ.

ასევე, 1 ოქტომბრიდან, სამეგრელოს რეგიონში ორმხრივად ამოქმედდება სიჩქარის მზომი 4 წერტილოვანი რადარი, კერძოდ, სენაკის მუნიციპალიტეტში, თეკლათის საავტომობილო გზის მონაკვეთზე (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ) და ხობის მუნიციპალიტეტში, ჭალადიდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).

სულ, საქართველოს მასშტაბით, სიჩქარის მზომი 27 წერტილოვანი რადარი იფუნქციონირებს.

 

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics