18:27 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-24 16:55:02, 2103 ნახვა

ეკონომიკა
გენადი არველაძე პრაღაში გამართულ საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

მინისტრის მოადგილე მორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომის პარალელურად, ჩეხეთის დედაქალაქში გამართულ ბიზნესფორუმზე მიიღო მონაწილეობა.

საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ჩეხეთის სავაჭრო პალატის ორგანიზებით გაიმართა. 

გენადი არველაძემ ფორუმის მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და  საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა გააცნო.

მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა. ამასთან, ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებასა და ბიზნესწრეებს შორის საქმიანი თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას.

ბიზნესფორუმზე ქართული და ჩეხური კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, პირისპირ მოლაპარაკებები გაემართათ.

პრაღაში, გენადი არველაძის ვიზიტის ფარგლებში  ორმხრივი შეხვედრები გაიმართა ჩეხეთის საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტოებთან (CzechInvest, CzechTrade). შეხვედრების მსვლელობისას მხარეებმა სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და აღნიშნულ სააგენტოებს შორის სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს.

ასევე, მხარეებმა ერთმანეთს მეწარმეობის განვითარების, ექსპორტის ხელშეწყობისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით არსებული სერვისები და აქტივობები გაუზიარეს.

შეხვედრის მსვლელობისას, მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ქართული კერძო სექტორის მხარდაჭერისათვის სსიპ „აწარმოე საქართველოში“ მიერ შეთავაზებულ ინსტრუმენტებსა და მექანიზმებზე ისაუბრა, რომელიც ადგილობრივი წარმოების განვითარებას, კომპანიებისა თუ პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება.

გამოცდილების გაზიარების მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ სსიპ „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლების აღნიშნულ უწყებებში გაცნობითი ხასიათის ვიზიტის (ე.წ. „study tour“) გამართვის თაობაზე.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ბიზნესი მხარს უჭერს ხელისუფლებას, რადგან ჩვენი უმთავრესი მიღწევა ბიზნესის რეკეტის დასრულებაა
კობახიძე - არ შეიძლება, რასა იუკნევიჩიენე იყოს ევროპის სახე - რასა, რომელიც ვარშავის პაქტიდან გადმოვარდნილი ტიპაჟია
წილოსანი - საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის ევროკავშირისთვის, საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა
„თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics