17:12 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-24 15:42:18, 2114 ნახვა

სამართალი საზოგადოება
პროკურატურა: ქართული მხარე უცხო სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში, ვერ მოახდენს გელა მიქაძის ექსტრადირებას

ქართული მხარე უცხო სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში ვერ მოახდენს საქართველოს მოქალაქის გელა მიქაძის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირებას, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს. 

როგორც უწყებაში განმარტავენ, საქართველოს მოქალაქეობრივი კუთვნილი ექსტრადაციის შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს. 

"საქართველოს პროკურატურა მზად არის სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში დანაშაულთან ბრძოლის კუთხით დახმარება აღმოუჩინოს ყველა დაინტერესებულ სახელმწიფოს. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემის საკითხს, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გაფორმებულ შემთხვევებისა. ქართული მხარე უცხო სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში ვერ მოახდენს საქართველოს მოქალაქის გელა მიქაძის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირებას, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეობრივი კუთვნილი წარმოადგენს ექსტრადაციის შემაფერხებელ გარემოებას, - აცხადებენ უწყებაში. 

შეგახსენებთ, რომ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რას ალ ხაიმას სისხლის სამართლის სასამართლომ RAKIA-ს ყოფილ ხელმძღვანელს ხატერ მასაადსა და RAKIA-ს ორ ყოფილ აღმასრულებელ პირს, გელა მიქაძესა და გიორგი ჯანაშიას, ფულადი სახსრების მითვისებისთვის, დაუსწრებლად 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. "პატრიოტთა ალიანსის" წევრს, დეპუტატ გელა მიქაძეს არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლო 17,2 მილიონი დოლარის მითვისებაში ადანაშაულებს. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს
რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics