08:58 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-24 15:22:53, 1939 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოწვევით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტი დოქტორ ბენარდ ალიუ და ორგანიზაციის ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონალური ბიუროს დირექტორი ლუის ფონსეკა დი ალმეიდა ეწვევიან.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ICAO-ს პირველ პირებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია შეხვდება.

მხარეები საქართველოსა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის საკითხებს და ქვეყნის მიერ საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების ზედამხედველობის კუთხით მიღწეულ პროგრესს მიმოიხილავენ.

საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტს პირველად მასპინძლობს.

ICAO-ს საბჭო არის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 36 სახელმწიფოსაგან შემდგარი მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც წარმართავს ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.

საქართველო გაეროს სპეციალიზირებული სააგენტოს - სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სრულუფლებიანი წევრი 1994 წელს გახდა. როგორც საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის („ჩიკაგოს კონვენცია“) ხელმომწერი სახელმწიფო, საქართველო უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ დადგენილი სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის დანერგვას და გატარებას სამოქალაქო ავიაციის დარგში.

გაწევრიანების დღიდან ქვეყანამ საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების კუთხით არაერთ აუდიტს და რეგიონალურ ღონისძიებას უმასპინძლა.

საქართველომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საავიაციო უსაფრთხობისა და უშიშროების ზედამხედველობის ხარისხი, რაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ჩატარებულმა იკაოს 2015-2016 წლის აუდიტებმა დაადასტურა: საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობის თვალსაზრისით საქართველოს საერთო მაჩვენებელმა 87.8% შეადგინა (58% - 2008 წლის აუდიტის დროს); საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების ზედამხედველობის კუთხით მაჩვენებელი გახდა 82.73% (მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი 66.6%, 23.3% გაუმჯობესება 2013 წელთან შედარებით); ICAO-ს სტანდარტების კანონმდებლობაში დანერგვის მაჩვენებელი გახდა 81.82% (მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 67.8%, გაუმჯობესება 2013წ. აუდიტთან შედარებით 59.09%); 2016 წელს, საქართველომ პირველად გადააჭარბა ICAO-ს საავიაციო უსაფრთხოების გლობალური გეგმით დადგენილ 60%-იან მაჩვენებელს და 64.52%-იანი შედეგი აჩვენა. დოქტორ ბენარდ ალიუ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტის პოსტს 2014 წლიდან იკავებს. 2005-2013 წლებში იგი იყო ნიგერიის წარმომადგენელი საბჭოში, იკავებდა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის, ტექნიკური თანამშრომლობისა და ფინანსური კომიტეტების თავჯდმარის, ასევე სხვადასხვა სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელის თანამდებობას.

ბენარდ ალიუ არის ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, კანადის მაკგილის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სამოქალაქო და კოსმოსური სამართლის განხრით. დოქტორ ალიუს გააჩნია ოცდაათ წლიანი გამოცდილება სამოქალაქო ავიაციის სფეროში, ფლობს ტექნიკური მომსახურების ინჟინრის მოქმედ სერტიფიკატს არის იკაოს მიერ სერტიფიცირებული ფრენის უსაფრთხოების ინსტრუქტორი.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics