18:47 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-24 13:57:46, 3170 ნახვა

კულტურა
27 მაისიდან eZo Festival იწყება

eZo Festival, რომელიც  მესამე წელია არსებობს,   მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე უკვე მეორედ ტარდება. 

eZo-ს ტრადიციული ფესტივალის სტრუქტურა არ აქვს. ის მთელი ცხელი სეზონის დროზეა გაწელილი.  როგორც წესი, იწყება მაისის ბოლოს და იხურება სექტემბრის შუა რიცხვებში.

აქამდე, ფესტივალის განმავლობაში  სულ 4, ან 5 ელექტრონული მუსიკის მიმართულების „ივენთი“ იმართებოდა.   რაც შეეხება ამ სეზონს, წელს ფესტივალისთვის მთავარი გამოწვევა მრავალფეროვნებაა. ასე რომ, 2017 წლის სეზონი ფესტივალის აქამდე არსებული ჩარჩოების დარღვევით,   ექსპერიმენტებით იქნება დატვირთული.

დაგეგმილია მუსიკალურად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ღონისძიებები. და არა მხოლოდ მუსიკალური „ივენთები“,  არამედ სხვადასხვა ტიპის პერფორმანსები, გამოფენა-გაყიდვები, ინსტალაციები, საინტერესო ქართველი ხელოვანებისა და საზოგადო პირების ლექციები და ვორქშოფები, კინო ჩვენებები და ა.შ. 
 
ფესტივალის გეგმა ასე გამოიყურება: 

ტრადიციულად ისევ ჩატარდება eZo-ს 4 მთავარი ღონისძიება

> 27 მაისი (სეზონის გახსნა) 
⚫ Line Up : 
► მთავარი სცენა: 

● Radio Grue (14:00 - 18:00)
● Rati (18:00 - 21:00) 
● Gabunia (21:00 - 00:00) 
● Sebo K (00:00 - 03:00) 
● D'julz (03:00 - 06:00)
● Jay Shepheard (06:00 - 09:00) 

► უკანა ეზო (პატარა სცენა):

● Vaska ( 09:00 - 12:00) 
● Ako Von Unten (12:00 - დახურვამდე)


> 24 ივნისი
● Dinky
● Martin Buttrich
● Sabo
● Electric Soil
● Rati
● Ako Von Unten
● Gabunia

> 15 ივლისი 
Cosmo Night
● Adil Hiani
● Cesar Merveille
● Dandy Jack – live
● Pier Bucci – live
● Zurkin

> 8-9 სექტემბერს (ფესტივალის დახურვა) 
● A guy called Gerald
● Blondi:sh
● David Dorad
● La Fleur 
● Red Axes – Live
   TBA
   TBA

წელს eZo-ს 4 დიდი „ივენთისთვის“ მთავარი სიახლე იქნება ახალი სცენა -  „უკანა ეზო“.  ასევე გაზრდილი ფესტივალის ტერიტორია და შეცვლილი, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, რაც eZo-ს გამოცდილებას  უფრო კომფორტულსა და ჯადოსნურს გახდის. 

რაც შეეხება დანარჩენ ამბებს, ფესტივალს წელს დაემატება ახალი პროექტი -  eZo Live, რომელიც გულისხმობს ქართული ალტერნატიული სცენის live კონცერტებს. 
„ვფიქრობთ, რომ eZo Live-ის ფარგლებში ფესტივალი საშუალებას მისცემს ქართველ არტისტებს და მსმენელებს, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი და დამუხტონ ერთმანეთი საჭირო ენერგიებით, რაც საბოლოო ჯამში, პოზიტიურ ძვრებს გამოიწვევს მუსიკისა და ხელოვნების მოყვარულებისთვის და არა მხოლოდ“,-აცხადებენ ორგანიზატორები.

მათივე ცნობით, სპეციალურად  eZo live-ისთვის ფესტივალის ტერიტორიაზე შენდება ახალი სივრცე.  eZo Live გაიმართება ყოველ შაბათს, გარდა იმ შაბათებისა, როცა იმართება eZo-ს 4 მთავარი ღონისძიება.  და ასევე, გარდა აგვისტოს 2 კვირიანი შესვენებისა. 
სეზონის განმავლობაში სულ 10 eZo Live კონცერტი ჩატარდება.

> 3 ივნისი
● Afternoon Version
● The Black Marrows

>10 ივნისი
● Bearfox
● ნიკ მღვიმელი და ცუდი თესლი

> 1 ივლისი
● Eko Deisadze 
● Eko & Vinda Folio
● Kundalini

> 8 ივლისი
● Backwarmer 
● Mother On Mondays

>22 ივლისი
● Reso Kiknadze
● String Quartet

>29 ივლისი
● Young Georgian Lolitaz
● Lady Heroine

> 5 აგვისტო
● ა-რა
● ერთ-ერთი დირექტორი

>12 აგვისტო
● Kid Jesus 
● Sexy Bicycle 

> 1 სექტემბერი
Hip Hop Showcase 

● TM & Mush one 
● Kazzy Jazz & Jeronimo
● Misho Urushadze & Band
● Deka & MC cutkill

>2 სექტემბერი
● Nikakoi/Tusia
● SALIO
● Code Canary

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე იქნება MZESUMZIRA’s Café, რომელიც ფესტივალის ტერიტორიაზე მთელი სეზონის განმავლობაში,  ყოველდღიურ რეჟიმში იფუქნციონირებს.

MZESUMZIRA’s Café , როგორც უკვე აღინიშნა, თავის მხრივ ბევრი საინტერესო ღონისძიების მასპინძელი იქნება

• გამოფენა- გაყიდვები
• საჭმელ-სასმელი ბაზრობები
• საინტერესო ქართველი ხელოვანების და საზოგადო პირების ვორქშოფები და საჯარო ლექციები.
• კინო ჩვენებები
• არტ პერფორმანსები 
• იოგა სუფთა ჰაერზე
• ბორდ-გეიმ შეკრებები
• და რა თქმა უნდა, ხშირად სრულიად არასერიოზული ღონისძიებები

კაფეში მოსულ სტუმარს საშუალება ექნება, ისარგებლოს ფესტივალის ტერიტორიაზე არსებული ყველა გასართობით, როგორიცაა დიდი ეზო, კალათბურთის ფარი, მაგიდის ჩოგბურთი, ბიბლიოთეკა, უამრავი მოსასვენებელი ადგილი, ერთ-ერთი საუკეთესო ხედი ქალაქზე, სუფთა ჰაერი, სიმშვიდე და ა.შ. 

ფესტივალის 5 მთავარი „ივენთის“ აბონემენტის და 27 მაისს, ფესტივალის გახსნის ბილეთების ონლაინ გაყიდვა დაწყებულია 

https://goo.gl/RiYz9b 

27 მაისის ფესტივალის გახსნის Facebook ივენთის მისამართია - https://goo.gl/YMRnN8 

 

 

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NGO-ები - ხელმომწერი ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს
მელია - ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით რუსული ხელისუფლება მართავს
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!
„თიბისი“ კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics