02:59 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 16:33:03, 1713 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბელარუსის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მიხეილ მიატლიკოვს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობი განიხილეს.

ბელარუსის რესპუბლიკის ელჩმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის ევროლიბერალიზაციის მინიჭება მიულოცა და ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებები უსურვა.

საქართველო - ბელარუსის თანამშრომლობის ფარგლებში აქტუალურია რეგიონული თანამშრომლობაც.

2016 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და მოგილოვის ოლქს შორის გაფორმდა თანამშრომლობის შეთანხმება, ხოლო 2015 წელს დამეგობრდნენ ქალაქი ბათუმი და ქალაქი ბრესტი.

ზურაბ პატარაძემ ბელარუსის რესპუბლიკაში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდისა და რეგიონის ციტრუსის ექსპორტის საკითხებზე განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა.

მხარეებმა სხვადასხვა წინადადება განიხილეს, რომელიც ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

შეხვედრაზე აჭარაში ბელარუსიდან შემოსული ტურისტების 25% ზრდა აღინიშნა, რაც ბოლო წლებში აჭარა-ბათუმის ტურისტული მიმართულების პოპულარობამ განაპირობა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში აქტიურად მონაწილეობს და ყოველწლიურად ბელარუსიდან მოწვეულ ტურისტულ სააგენტოებსა და მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს.

მიმდინარე წელს მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ხორციელდება ინტერნეტ და გარე რეკლამა ქალაქ მინსკსა და ქალაქ ბრესტში.

,,საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ბელარუსის რესპუბლიკასთან ურთიერთობების გაღრმავება, რომელიც საქართველოსთვის მეგობარი და პარტნიორი ქვეყანაა. ძალიან ვაფასებთ ბელარუსის მთავრობის კურსს საქართველოსთან მიმართებაში, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

მიხეილ მიატლიკოვივი 2016 წლიდან ბელარუსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია საქართველოში.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics