11:56 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 10:14:41, 2352 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი: სპეცპროკურორის დანიშნვა, რომელიც რუსეთთან შესაძლო კავშირებს გამოიძიებს, ქვეყნის იმიჯს აზარალებს

ამერიკის შეერთებული შთატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის დანიშვნა, ქვეყანას ავნებს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

ტრამპის განმარტებით, მას რუსეთთან არანაირი ფარული კავშირები არ აქვს, ისევე როგორც მის მის წინასაარჩევნო შტაბს.

„ვთვლი, რომ სპეციალური პროკურორის დანიშვნა ჩვენს ქვეყანას ავნებს, იმიტომ, რომ წარმოაჩენს ამერიკას, როგორც დაბნეულ, დაყოფილ და დაულაგებელ ქვეყენას“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მანამდე, დონალდ ტრამპმა რუსეთთან მის შესაძლო კავშირების გამოძიებას „კუდიანებზე უდიდესი ნადირობა“ უწოდა. 

აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილის როდ როზენშტაინის განცხადებით, სპეციალური პროკურორის დანიშნვა საჭირო იყო იმისთვის, რომ გამოძიებას დამოუკიდებელი ექსპერტი ჰყოლოდა. მისივე თქმით, მიულერი გამოძიების განვითარებას დააკვირდება.

სპეციალური პროკურორის დანიშნვის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც 10 მაისს დონალდ ტრამპმა FBI-ის დირექტორი ჯეიმს კომი გაათავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციით, კომი დონალდ ტრამპისა და რუსეთის ურთიერთობებს და ოფიციალური კრემლის არჩევნებში შესაძლო ჩარევას იძიებდა.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - აუსტრევიჩუსის განცხადებაზე - ვნახეთ თავდასხმა ქართულ პოლიციაზე - კარგი იქნება, თუ ლიეტუვის საელჩოსგან განმარტებებს მოვისმენთ
„თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
რუსეთში, სმოლენსკის ოლქში სათბობ-ენერგეტიკულ ობიექტებზე ხანძარია [ვიდეო]
ოთარ შამუგია სოფელ კახათში მიზნობრივი ტრენინგის მონაწილე მეთხილე ფერმერებს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics