2017-05-18 19:01:17, 2570 ნახვა
პოლიტიკა მსოფლიო
Reuters: ტრამპის მრჩევლებსა და რუსეთს შორის სულ მცირე 18 საიდუმლო კონტაქტი შედგა
დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მრჩეველი მაიკლ ფლინი და პრეზიდენტის სხვა მრცევლები, საარჩევნო კამპანიის დროს, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მუდმივ კონტაქტზე იყვნენ – ამის შესახებ Reuters წერს. მედია საშუალების ცნობით, დონალდ ტრამპის მრჩევლები 2016 წელს, 6 თვის განმავლობაში, ტელეფონითა და მეილით სულ მცირე 18 ჯერ დაუკავშირდნენ კრემლთან კავშირში მყოფ პირებს. ამ დრომდე გაუმჟღავნებელი ჩანაწერებიდან, ნაწილს FBI და კონგრესის მკვლევრები განიხილავენ, რათა გამოამჟღავნონ რუსეთის ჩართულობა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში. Reuters–ის ცნობით, საიდუმლო ჩანაწერებიდან 6 სერგეი კისლიაკს (რუსეთის ელჩი აშშ–ში) და ტრამპის მრჩევლებს შორის განხორციელებული სატელეფონო ზარი იყო. იანვარში, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში შესვლის შემდეგ, პრეზიდენტის წარმოამდგენლებმა რუსეთის ხელისუფლებასთან ყველანაირი კავშირი უარყვეს, თუმცა საარჩევნო კამპანიის შემდეგ მათსა და კისლიაკს შორის 4 შეხვედრა შედგა. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან |
ომი უკრაინაშიზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 454 420-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|