16:04 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-22 15:30:50, 830 ნახვა

რეგიონი
აჭარის ტურისტულ პოტენციალს საქართველოში აკრედიტებული ელჩების მეუღლეები ეცნობიან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის მეუღლე სოფიო ბაკურიძე 21-22 აპრილს საქართველოში აკრედიტებული ელჩების მეუღლეებს ბათუმში მასპინძლობს.

ბრაზილიის, საბერძნეთის, იაპონიის, ყაზახეთის, კორეის, თურქეთის აშშ-ის ელჩების და ნატოს ოფისის ხელმძღვანელის მეუღლეები რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან, დაათვალიერებენ ღირშესანიშნაობებს და მუზეუმებს, გაეცნობიან ქართულ ფოლკლორსა და აჭარულ სამზარეულოს.

სოფიო ბაკურიძის ინიციატივით,  ანბანის კოშკში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა. დიპლომატიური მისიების წარმომადგენელთა მეუღლეებს სოფიო ბაკურიძემ რეგიონისა და ქალაქის ისტორია, ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო. ელჩების მეუღლეებთან ერთად შეხვედრას თურქეთის, სომხეთის და ირანის კონსულების მეუღლეები, ასევე საჯარო და არასამთავრობო სექტორში მოღვაწე ქალბატონები ესწრებოდნენ. მათ ისაუბრეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა გენდერული თანასწორობა, ქალთა უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემო და სხვა.

„აჭარაზე ბევრი არაფერი ვიცოდით და მართლაც ძალიან კარგი შეხვედრა იყო რეგიონის პოპულარიზაციისთვის. რაც ყველაზე მთავარია, ვისაუბრეთ ქალთა უფლებებზე. საოცარია, რომ ქალები ყველგან, ყველა ქვეყანაში იბრძვიან თავიანთი უფლებებისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ბრძოლა!"- აღნიშნა ბათუმში სტუმრად მყოფმა აშშ-ის ელჩის იან კელის მეუღლემ ფრანჩესკა კელიმ.

აღსანიშნავია, რომ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე ხელმძღვანელობს ასოციაცია „ერთმანეთისთვის" და საზოგადოებრივ საქმიანობაში ქალთა  ჩართულობის გაზრდის მხარდასაჭერად აქტიურად მუშაობს. ასოციაციის მთავარ სამიზნე ჯგუფს ამ ეტაპზე შშმ პირთა უფლებები და კვლევა წარმოადგენს.

„საქართველოში აკრედიტებული ელჩების მეუღლეებს გავაცანით ჩვენი რეგიონის მრავალმხრივი, მიმზიდველი და საინტერესო პოტენციალი. ვისაუბრეთ კულტურულ მრავალფეროვნებაზე. ვფიქრობ, რომ ასეთი ეფექტური კომუნიკაციით და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით ყველანი ერთად შევძლებთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ რეგიონის განვითარებაში," - აღნიშნა სოფიო ბაკურიძემ.

საქართველოში აკრედიტებული ელჩების მეუღლეები ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში მიმდინარე ფესტივალს „ევროპული გაზაფხულის ხმა" დაესწრნენ, რომელიც ბათუმში ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნად ტარდება და ქართულ ფოლკლორულ კონცერტებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის ეთნო-პოპის კონცერტებს მოიცავს.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, თანამედროვე ტიპის სავარძლები და ტენსატორული ბარიერები დამონტაჟდა
მერია - N326 ავტობუსის მარშრუტში მცირე ცვლილება განხორციელდა
პრემიერი - გვარამია ვერ გაქცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ მისი დამნაშავეობა დაადასტურა
საგამოძიებო სამსახური - ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი დავაკავეთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics