14:19 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-22 15:25:33, 1979 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ძიძიგური: კენჭისყრის შემდეგ, საქართველო კარდინალურად განსხვავებულ კონსტიტუციას მიიღებს

პარლამენტის ვიცე სპიკერის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, საქართველო კარდინალურად განსხვავებულ კონსტიტუციას მიიღებს.

როგორც ძიძიგურმა საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ცვლილებები, ძირითადად, ქვეყნის საპარლამენტო მოდელზე გადასვლას გულისხმობს.

“კარდინალურად განსხვავებულ კონსტიტუციას მივიღებთ, რა თქმა უნდა კარგი მიმართულებით, განსაკუთრებით, არსებულ რედაქციასთან შედარებით. გადავალთ საპარლამენტო მოდელზე. აქედან გამომდინარე, უფლებამოსილებები ყველა კონსტიტუციურ რგოლში შესაბამისად დალაგდება”, - განმარტა პარლამენტის ვიცე სპიკერმა.

რაც შეეხება მესამე სექტორის და ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ წინადადებებს, ძიძიგურის თქმით, დღეს მათი განხილვაც მოხდება.

“ალტერნატიულ წინადადებებს დღეს განვიხილავთ და საბოლოო შედეგი  კენჭისყრით გადაწყდება”, – დასძინა ზვიად ძიძიგურმა.

ცნობისთვის, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელი სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება. სხდომას პარლამენტის და კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობენ.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო კომისია “ნაციონალურმა მოძრაობამ “, “დემოკრატიულმა მოძრაობამ”, “თავისუფალმა დემოკრატებმა” და “ევროპულმა საქართველომ” პროტესტის ნიშნად დატოვეს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე გახარიაზე - მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია
ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კალაძე - ის, რომ კონკრეტული ადამიანები იბრძვიან, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, საზოგადოების პასუხია მათ რადიკალიზმზე
საფრანგეთმა შესაძლოა გააუქმოს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია ტერაქტების საფრთხის გამო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics