10:14 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-22 12:04:44, 1492 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სამინისტრომ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები გააფორმა

საქართველოს  ოკუპირებული  ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,  განსახლებისა  და ლტოლვილთა სამინისტრომ  „საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარებისა“  და „საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის“  პროგრამების საგრანტო კონკურსებში  გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები გააფორმა. 

ხელშეკრულებებს ხელი დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მოაწერა.

სამინისტროს ინფორმაციით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით,  სამინისტრო საგრანტო პროგრამას 2015 წლიდან ახორციელებს. წელს, ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით გამოყოფილია 590 000 ლარი, რომელიც გრანტის სახით არასამთავრობო ორგანიზაციებზე ნაწილდება.  2017 წლიდან პროგრამა საქართველოს მთელს ტერიტორიას მოიცავს.

გრანტები სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების სოციალური პროექტების დაფინანსებას, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, უფასო სამედიცინო დახმარებისა და მედიკამენტების დაფინანსებასა და  საცხოვრებლით დროებით უზრუნველყოფას მოხმარდება.

სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფორმატი თავშესაფრის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების კუთხითაც გამოიყენა.  წელს, ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან  50 000 ლარია გამოყოფილი.

 პროგრამის მიზანია,  საქართველოში თავშესაფრის მქონე პირებისთვის ქართული ენის კურსების შეთავაზება, მათი სოციალურ-კულტურული ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო განათლების კუთხით ცნობიერების ჩამოყალიბება  და საკონსულტაციო სერვისის შექმნა.

გამარჯვებული ორგანიზაციები საგრანტო პროგრამის ადმინისტრირებისთვის შექმნილმა კომისიამ შეჯიბრებითობის, გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვით  გამოავლინა: „საზოგადოებრივი დამცველი“; სამცხე ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია; „ტოლერანტი“; ფონდი „აფხაზინტერკონტი; „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი-ბათუმი“; კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი KRDF.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქალთა მოძრაობა - ქალები ვირჩევთ ევროპას!
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics