13:00 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-22 11:46:17, 1623 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაიამ ქუთაისსა და ბათუმში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გამართა

ქუთაისში, სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სააქტო დარბაზში ვახტანგ ყოლბაიამ იმერეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრა გამართა.

ღონისძიებაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი, აფხაზეთის ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის უფროსის მოადგილე თამაზ ინალიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები გიორგი ბულისკერია და დავით მიქავა, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა, აფხაზეთის ომის ვეტერანები, არასამთავრობო ორგანიზაციები, აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წელს გაწეული საქმიანობის ამსახველი ვიდეო მასალის ჩვენება გაიმართა.

ჩვენების შემდეგ ვახტანგ ყოლბაიამ ქუთაისსა და წყალტუბოში მცხოვრებ აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს, მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად გამოცემული წიგნი „მომავლისათვის მარადისობაში“ გადასცა და ქვეყნის წინაშე მათი დამსახურების შესახებ ისაუბრა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აგრეთვე ბათუმში იმყოფებოდა, სადაც დევნილ მოსახლეობასთან გამართა შეხვედრა და აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს საჩუქრად წიგნი „მომავლისათვის მარადისობაში“ გადასცა.

შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე და აჭარის დევნილთა და განსახლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბადრი კობალაძე ესწრებოდნენ.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თიბისიმ“ მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად სარესტორნო ბიზნესისთვის QR-ით გადახდა დანერგა
პროკურატურამ ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებზე 4 პირი დააკავა
კობახიძე - ორბანი მისაბაძი მაგალითია ყველასთვის, ვისთვისაც პატრიოტიზმს განსაკუთრებული ფასი აქვს
სოლომონ პავლიაშვილმა პლასტიკის პრევენციასთან დაკავშირებულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics