10:35 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 20:04:34, 2160 ნახვა

ეკონომიკა
ჩარლი ბერმანი: საქართველოს მთავრობამ პოზიტიური ნაბიჯები გადადგა, რამაც საშუალება მისცა მყარი პოზიცია დაემკვიდრებინა საინვესტიციო საზოგადოებას შორის

„საქართველოს მთავრობამ ძალიან ბევრი პოზიტიური ნაბიჯი  გადადგა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რამაც თქვენს ქვეყანას საშუალება მისცა დაემკვიდრებინა მყარი პოზიცია საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოებას შორის", - ამის შესახებ საფინანსო ჯგუფ „ბარკლეის" (Barclays) ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზია-ოკეანის რეგიონის ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელმა, ჩარლი ბერმანმა პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საფინანსო ჯგუფი თანამშრომლობს როგორც საქართველოს ფინანსთა სამინიტროსთან, ისე რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან და ბანკთან საქართველოში, რამაც განაპირობა მათ ფასიანი ქაღალდების წარმატებული განთავსება საერთაშორისო ბაზარზე, რაც დადებითად იქნა მიღებული ინვესტორების მხრიდან.

„ჩვენი როლი ამ პროცესში იყო და რჩება ხელი შევუწყოთ საქართველოს წარდგენას და ფასიანი ქაღალდების გავრცელებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს აქვს  მტკიცე და მყარი პოზიცია როგორც სამთავრობო, ისე საბანკო და კორპორატიულ დონეზე", -  აღნიშნა  ჩარლი ბერმანმა.

(NS)

 

 

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯეიკ სალივანი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას ადასტურებს
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics