2017-04-21 17:19:27, 3500 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება - შეცვლის თუ არა ლევან იზორიას კობა კობალაძე
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. როგორც „ექსპრესნიუსს“ სანდო წყარომ აცნობა, თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორიას ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი კობა კობალაძე ცვლის. „ექსპრესნიუსი“ კობა კობალაძეს დაუკავშირდა, რომელმაც თავდაცვის მინისტრად მისი შესაძლო დანიშვნა უარყო. „აბსურდია, ჭორებზე ვისაუბროთ? წარმატებით ართმევს თავს და ღმერთმა ხელი მოუმართოს მოქმედ მინისტრს. არც შემოთავაზება ყოფილა, რატომ უნდა იყოს შემოთავაზება?!“,-ამბობს კობა კობალაძე. „ექსპრესნიუსმა“ გასულ წელსაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ კობა კობალაძე თავდაცვის მინისტრობისთვის ემზადებოდა. კობალაძემ ეს ინფორმაცია მაშინაც უარყო და აღნიშნა, რომ ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურში საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა და ბევრი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი. თუმცა, მალევე „ქართული ოცნების“ სიით, დეპუტატად იყარა კენჭი. კობალაძის თავდაცვის მინისტრად შესაძლო დანიშვნას არ ადასტურებენ თავდაცვის სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურებში, სადაც აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. ლევან იზორია თავდაცვის მინისტრად 2016 წლის 1 აგვისტოს დაინიშნა. იგი მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა. რაც შეეხება კობა კობალაძეს, მან 1996 წელს დაამთავრა ქ. რიაზანის უმაღლესი საჰაერო სადესანტო სასწავლებელი; 1999 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია შენაერთების სამხედრო ადმინისტრაციული მართვისა და ოპერატიული ხელოვნების სპეციალობით, ამავე წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1986-1987 წწ. მუშაობდა თბილისის კიროვის სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანაში; 1987-1989წწ. მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური შორეულ აღმოსავლეთში; 1990-იანი წლებიდან ჩაერთო საქართველოს ეროვნული შეიარაღებული ძალების შექმნა-ჩამოყალიბების პროცესში; 1991-1994წწ. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში; სწავლის დამთავრების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაინიშნა დასავლეთის ოპერატიული მიმართულების უფროსად; 2000 წელს დაინიშნა საქართველოს სახმელეთო ჯარების სარდლად; 2001 წელს დაინიშნა საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლად; 2001 წელს სწავლობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალური შტაბის აკადემიაში; 2004 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე გადავიდა თადარიგში და ჩაირიცხა რეზერვში; 2016 წელს დაინიშნა ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად; არის სპორტის ოსტატი კრივსა და ხელჩართულ ბრძოლაში, საპარაშუტო სპეციალობის ინსტრუქტორი; არის სამხედრო და სახელმწიფო უსაფრთხოების თემატიკისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, დოქტორანტი. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 456 960-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|