01:07 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 14:55:24, 1606 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ENPARD III პროგრამის საკითხებზე იმსჯელეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროში სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) III ფაზის მატრიცის (შესასრულებელი ვალდებულებების ჩამონათვალი) განხილვის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა.

განხილვას სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის წევრები, საქართველოში ევროკავშირის დელეგატები და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ENPARD III  პროგრამის ფარგლებში  საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ვალდებულებების შესრულების საკითხებზე იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ  დახმარების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, ENPARD III პროექტის ფარგლებში, საქართველო ევროკავშირისგან დაახლოებით 80 მლნ ევრომდე  საბიუჯეტო დახმარებას მიიღებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დახმარების შეთანხმებას ხელი წლის ბოლომდე მოეწერება.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics