2017-04-21 14:44:24, 2104 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
უნგრეთის პრემიერი: საქართველო თავისუფალი აზროვნების ქვეყანაა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, საქართველო თავისუფალი აზროვნების ქვეყანაა და მას უმაღლესი რეპუტაცია გააჩნია. მან საქართველო-უნგრეთის ბიზნეს-ფორუმზე უნგრეთის ბიზნესდელეგაციას მოუწოდა, საქართველოში არსებული ბიზნესშესაძლებლობები გამოიყენონ: „ჩემი მეორე ვიზიტი გახლავთ საქართველოში, ეს გახლავთ საქართველო, რომელსაც გააჩნია უმაღლესი რეპუტაცია, ეს გახლავთ თავისუფალი აზროვნების ქვეყანა, ესაა ქვეყანა, რომელიც ისწრაფვის სუვერენიტეტისკენ და გააჩნია უმაღლესი კულტურა. ქვეყნის ამბიციები გახლავთ ძალიან ახლოს ჩვენი ქვეყნის ამბიციებთან. მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ბიზნესშესაძლებლობებზე, ნება მომეცით აღვნიშნო, რომ პოლიტიკოსებმა ყველაფერი ვცადეთ, რისი გაკეთებაც შეგვეძლო ამ თანამშრომლობის ხელშეწყობისთივის. თქვენი აქტივობები გახლავთ ღიაა. უნგრეთი სრულიად უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებას, რომ დაუახლოვდეს ევროკავშირს. ჩვენ ვართ მუდმივი მხარდამჭერები უვიზო რეჟიმის ამოქმედებისა“,-განაცხადა ვიქტორ ორბანმა. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან |
ომი უკრაინაშიზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 454 420-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|