00:48 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 14:00:23, 1451 ნახვა

საზოგადოება
საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების დასკვნითი ტრენინგები დასრულდა

საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის (IACA) სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების დასკვნითი სემინარები და ტრენინგები დასრულდა.

პროგრამის დახურვის ღონისძიებაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე მონაწილეობდა. გიორგი პატარიძემ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს, რომლებმაც დასკვნითი სემინარი საქართველოში გაიარეს, პროცესის დასრულება მიულოცა. სტუდენტებმა იუსტიციის სასწავლო ცენტრისაგან სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღეს. 

„IACA“-ს დელეგაცია და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები საქართველოში 10 აპრილს ჩამოვიდნენ. აკადემიამ, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო სპეციალისტებს ამზადებს, მიიღო გადაწყვეტილება, საკუთარი სტუდენტებისათვის სწავლების დასკვნითი მოდული საქართველოში ჩაეტარებინა. აკადემიის არჩევანი განაპირობა საქართველოს წარმატებამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. აკადემიური პროგრამების დირექტორ ელენა ჰელმერის განცხადებით, „საქართველო იდეალური ადგილია აკადემიის სტუდენტებისთვის ანტიკორუფციული ღონისძიებების ეფექტიანი იმპლემენტაციის მეთოდებისა და პრაქტიკული მაგალითების გასაცნობად“. 

„IACA“-ს ექსპერტებმა ტრენინგები ქართველი საჯარო მოხელეებისთვისაც გამართეს − კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა სწავლების პროცესში კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის საკითხებში მსოფლიოს წამყვან ექსპერტებს მოუსმინეს. დასკვნით სემინარზე საქართველოს ანტიკორუფციული რეფორმების შესახებ პრეზენტაციაც გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა „IACA“-ს დელეგაციას და აკადემიის სტუდენტებს საქართველოს მთავრობის ანტიკორუფციული სტრატეგია გააცნო.
საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სასწავლო დაწესებულებაა კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში. მისი მიზანი კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებული გამოწვევების ანალიზი, საუკეთესო პრაქტიკის იდენტიფიკაცია და სფეროს პროფესიონალების მომზადებაა. სამაგისტრო პროგრამები სპეციალურად კორუფციასთან ბრძოლისა და მისი პრევენციის თემებზეა შექმნილი.

(NS) 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics